გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 3 » ანჯელინა ჯოლის პირველი ფილმი განქორწინების შემდეგ / anjelina jolis pirveli filmi ganqortscinebis shemdeg
6:45 PM
ანჯელინა ჯოლის პირველი ფილმი განქორწინების შემდეგ / anjelina jolis pirveli filmi ganqortscinebis shemdeg






20th Century Fox-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აგატა კრისტის რომანის მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში ეკრანიზაციას გადაიღებენ.

უფრო სწორედ კი, კენეტ ბრანას რეჟისორობით გადაღებული ფილმი, 1974 წელს გადაღებულ ფილმის რიმეიქი იქნება. პირველ ვერსიაში ვარსკვლავთა მთელმა არმიამ მოიყარა თავი, მათ შორის იყვნენ - ინგრიდ ბერგმანი, ლოურენ ბეკოლი, ვანესა რედგრეივი, შონ კონერი და ჟაკლინ ბისე.

კომპანია ფილმის გადაღებას ნოემბერში დაიწყებს და სამსახიობო ანსამბლი ამ შემთხვევაშიც ვარსკვლავური იქნება - ჯუდი დენჩი, ანჯელინა ჯოლი, შარლიზ ტერონი, მიშელ ფაიფერი და კენეტ ბრანა, ეს უკანასკნელი ფილმში აგატას ცნობილ გამომძიებელს, ბელგიელ ერკიულ პუაროს როლს შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ანჯელინა ჯოლის პირველი როლი იქნება ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ, თუმცა, როგორც რამდენიმე გამოცემა წერს, ანჯელინამ შესაძლოა ფილმში მონაწილეობა გადაიფიქროს.

მოდით ვნახოთ, კრისტის ლეგენდარული დეტექტივის პერსონაჟების პროტოტიპები 1974 და 2016 წლის ვერსიებში.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1050 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ანჯელინა ჯოლი, ბრედ პიტი, ჰოლივუდი, holivudi, მიშელ ფაიფერი, რიმეიქი, შარლიზ ტერონი, anjelina joli, კინო, Hollywood | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...