5:49 PM
DJ Dato და მეგობრები (უმღერიან პარტიას) - პიონერები / DJ Dato da megobrebi (umgerian partias) - pionerebi
www.auf.ge -

(1975 წელი. საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა.
სერვილადი კოლბასი 2 და 20-ად, ჩეკებზე ნაყიდი ჯინსები, შავ-თეთრი ტელევიზორი რუბინი 416
და, აი, პიონერი დავით გოგიჩაიშვილი და მისი მეგობრები უმღერიან პარტიას)

ლა-ლალა-ლალალა-ლა-ლა-ლა-ლა
ლა-ლალალა-ლა-ლა-ლალალალა-ლა-ლა - ლა.

ნორჩი ლენინელები, ნორჩი ლენინელები,
ვუმღერით პარტიას.
ჩვენი ყელსახვევები, ჩვენი ყელსახვევები,
ახლა მოდაშია.

(ჩვენი ცეკას მდივანი ახალგაზრდა კაცია,
გვაქვს მექანიზაცია.) - 2 ჯერ

ლა-ლალა-ლალალა-ლა-ლა-ლა-ლა
ლა-ლალალა-ლა-ლა-ლალალალა-ლა-ლა - ლა.

სოც ვალდებულებები და ვიღაცის გეგმები
შესრულებულია.
ჯართის შემგროვებლები და მშვიდობის მტრედები
ამაყად დადიან.

(ჩვენი ცეკას მდივანი ახალგაზრდა კაცია,
გვაქვს ურბანიზაცია) 2-ჯერ

ლა-ლალა-ლალალა-ლა-ლა-ლა-ლა
ლა-ლალალა-ლა-ლა-ლალალალა-ლა-ლა - ლა.

ჩრდილოეთის მზე გვათბობს, ჩრდილოეთის მზე გვათბობს
და გაგვათბობს მარად,
უღრუბლო ზეცა გვინდა, უღრუბლო ზეცა გვინდა,
ომს კი ვუთხრათ - არა.

(ჩვენი ცეკას მდივანი ახალგაზრდა კაცია,
გვაქვს კანალიზაცია) 2-ჯერ

ლა-ლალა-ლალალა-ლა-ლა-ლა-ლა
ლა-ლალალა-ლა-ლა-ლალალალა-ლა-ლა - ლა.

( ეს იყო ადრე, სამოცდაათიან წლებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას კომუნისტები მართავდნენ. ახალგაზრდა ცეკას მდივანი მოსკოვში უქადაგებდა გეგმების გადაჭარბებით შესრულებას. ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდა ეკონომიკა, არ იყო დემოკრატია, ჩინოვნიკები სახემწიფოსა და ხალხს ფულს პარავდნენ.
მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა, მაგრამ თქვენ გგონიათ რაიმე შეიცვალა?
არა, ბატონებო, არა, აი, თუ არ გჯერავთ. )

ევროსაბჭოს წევრი ვართ, აბრეშუმის გზა გაგვყავს,
ვებრძვით კორუფციას,
და მმართველი პარტიის არის მონაპოვარი
სტაბილიზაცია.

(დღეს ჩვენი პრეზიდენტი ნიჭიერი კაცია,
ნიჭიერი კაცია) 2-ჯერ

უხ, რა ნიჭიერი კაცია ...

ჩვენი პრეზიდენტი.

ლა-ლალა-ლალალა-ლა-ლა-ლა-ლა
ლა-ლალალა-ლა-ლა-ლალალალა-ლა-ლა - ლა.
 




მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1478 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: pionerebi pioneri, მექანიზაცია, prezidenti, urbanizacia, meqnizacia, პრეზიდენტი, saqartvelo, ურბანიზაცია, პიონერი პიონერები, საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]