გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 7 » საზოგადო მოღვაწეებს მახათას მთაზე ახალ პანთეონში დაკრძალვა არ სურთ / sazogado mogvatseebs makhatas mtaze akhal panteonshi dakrdzalva ar surt
8:48 AM
საზოგადო მოღვაწეებს მახათას მთაზე ახალ პანთეონში დაკრძალვა არ სურთ / sazogado mogvatseebs makhatas mtaze akhal panteonshi dakrdzalva ar surt






"მახათას მთაზე მტერი ავიდა, შორია" - ცნობილი ადამიანები ახალ პანთეონს იწუნებენ და დიდუბის პანთეონის გაფართოებას ითხოვენ - ამ სათაურით კვირის პალიტრამ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ ხელოვნების დარგის წარმომადგენლები მოითხოვენ დიდუბის პანთეონის გახსნას იმისთვის, რომ მომავალში საზოგადო მოღვაწეების დაკრძალვა სწორედ აქ მოხერხდეს.

ისინი განმარტავენ, რომ პანთეონის ეზოში დაახლოებით 50-დან 100-მდე ადგილია და მათ შევსებას 200 წლამდე მაინც დასჭირდება. ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ შეიძლება დიდუბის პანთეონი მახათას მთაზე ახალმა პანთეონმა ჩაანაცვლოს, რევაზ მიშველაძე ასე პასუხობს:

"მტერი ავიდა მახათას მთაზე. შორია. მე სადაც დავიმარხები, იქ იქნება ჩემი პანთეონი".

განცხადებას, რომლითაც საზოგადო მოღვაწეები დიდუბის პანთეონის გაფართოებას ითხოვენ და მახათას მთაზე ცნობილ ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთე­ონის მშენებლობასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ხელს აწერენ: კახი კავსაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, გივი ბერიკაშვილი, ლეილა აბაშიძე, მაყვალა გონაშვილი და სხვები:

"აქვე შევნიშნავთ, რომ ეს პრობლემა უახლოეს ხანებში თუ არ გადაწყდა, მალე უხერხულობაში აღმოვჩნდებით".

კვირის პალიტრასთან საუბარში რევაზ მიშველაძე ყვება, რომ დიდუბის პანთეონის ეკლესიის ეზოს ხარჯზე გაფართოებასთან დაკავშირებით თხოვნით თბილისის მერიას მიმართეს, სადაც თავდაპირველად განუცხადეს, რომ აღნიშნულ პატრიარქი ეწინააღმდეგებოდა, მოგვიანებით კი აუხსნეს, რომ ეზოს გაფართოების წინააღმდეგი დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი იყო.

მიშველაძე იხსენებს, რომ რეზო ჩხეიძის აღნიშნულ პანთეონში დაკრძალვაზე დიდი ბრძოლა მოუხდათ, ხოლო ნოდარ ტაბიძის, რეზო ჭეიშვილისა და მაგალი თოდუას დაკრძალვა დიდუბეში ვერ მოახერხეს:

"ვერ გამიგია, კვირიკაშვილი­, გია ალიბეგაშვილი და ნარმანია რატომ არიან დიდ­უბის პანთეონის გაფართო­ების წინააღმდეგი, იმიტომ, რომ თვითონ არ დაიკრძალებიან დიდუბეში და სხვისი ბედი არ ადარდებთ?!".

კვირის პალიტრის ცნობით, თბილისის მერია ამბობს, რომ მახათას მთაზე ახალი პანთეონისთვის პროექტი უკვე მომზადდა. უწყების თქმით, დიდუბის პანთეონს გაფართოება კი ვერ მოხერხდება, რადგან სასაფლაო არ უნდა იყოს დასახლებული ადგილიდან 300 მეტრით ნაკლებ რადიუსში.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1007 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: tbilisis meria, დიდუბის პანთეონი, didubis eklesia, თბილისის მერია, didubis panteoni, საზოგადო მოღვაწეები, sapatriarqo, საპატრიარქო, დიდუბის ეკლესია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...