8:58 AM
ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს / avghanetishi qartvelma samkhedroebma saparlamento archevn
www.auf.ge -
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს. საარჩევნო ყუთი უკვე დაიხურა და საქართველოში გამოიგზავნა.

უწყების ცნობით, ავღანეთის ტერიტორიაზე ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. მეხუთე ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ფარვანის პროვინციაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი:

"მეორე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა მაზარ-ი-შარიფში გერმანულ ბაზა მარმალზე არსებულ საარჩევნო უბანზე მიიღეს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა. ხოლო ქაბულში მტკიცე მხარდაჭერის მისიის შტაბში მყოფმა მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის ალფა ასეულის სამხედროებმა, პარლამენტის არჩევნებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღეს მონაწილეობა, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლები:

"საარჩევნო უბნები სპეციალურად მოაწყო და აღჭურვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავღანეთში წარგზავნილმა ჯგუფმა, რომელმაც არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, მედიისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ".


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 941 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: avghaneti, ავღანეთი, jariskaci, ჯარისკაცი, saqartvelo, არჩევნები 2016, qartveli jariskacebi, archevnebi 2016, ქართველი ჯარისკაცები, საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]