გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 7 » პოლონეთში, აბორტის აკრძალვის გასაპროტესტებლად, ათასობით ქალმა აქცია გამართა / polonetshi, abortis akrdzalvis gasaprotesteblad, atasobit qalm
9:46 PM
პოლონეთში, აბორტის აკრძალვის გასაპროტესტებლად, ათასობით ქალმა აქცია გამართა / polonetshi, abortis akrdzalvis gasaprotesteblad, atasobit qalm






შავი ორშაბათი - ასე უწოდეს პოლონეთში გუშინდელ დღეს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ათასობით ქალი აბორტის სრულად აკრალვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის გასაპროტესტებლად ქუჩაში შავ ტანსაცმელში გამოვიდა.

თუ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც ეს ადამიანები აპროტესტებდნენ, მართლაც კანონის სახეს მიიღებს, ქალებს აბორტის გაკეთების გამო, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გარდა ამისა, ექიმები, რომლებიც აბორტს გააკეთებენ, შესაძლოა ასევე ციხეში ჩასვან.

საპროტესტო აქციები ვარშავის გარდა, პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში პარალელურად მიმდინარეობდა. პოლონელი ქალებისათვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, დემონსტრაციები ევროპის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, მათ შორის ბერლინში, ბრიუსელში, დუსელდორფში, ბელფასტში, ლონდონსა და პარიზში.

პოლონეთში მოქმედი ამჟამინდელი კანონმდებლობის თანახმად, აბორტი დაიშვება მაშინ, როდესაც:
ქალის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა
როდესაც არის დიდი რისკი იმისა, რომ ქალი ნაყოფს ვერ შეინარჩუნებს ან ნაყოფი დაზიანებულია
როდესაც ორსულობა გაუპატიურების ან ინცესტი შედეგია (აღნიშნული პროკურორის მიერ უნდა დადასტურდეს)



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 873 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: არა აბორტს, abortis akrdzalva, აბორტი, პოლონეთი, aborti, საპროტესტო აქცია, აბორტის აკრძალვა, ara aborts, poloneti, saprotesto aqcia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...