7:40 AM როგორ უნდა აღიდგინოთ სექსუალური ცხოვრება ბავშვის გაჩენის შემდეგ / rogor unda aghidginot seqsualuri ckhovreba bavshvis gachenis shemdeg | ||||||||||||
გადახედეთ, რა არის სექსი საქმე მხოლოდ სქესობრივ აქტს არ ეხება. შეგიძლიათ ეს 5 წუთშიც გააკეთოთ, მაგრამ ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებთ. ეროტიკული ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია - პარტნიორთან სიახლოვე, სიამოვნება, დინამიურობა, გრძნობები და ემოციები. სწორედ მსგავსი ეროტიკული სიახლოვის დაკარგვის გამო წყვილი სექსით აღარ კავდება. ამიტომ, გამოასწორეთ მიზეზები და არა შედეგი. ადამიანებს სექსის უფრო მეტი რომ ესმოდეთ, ბავშვის გაჩენის შემდეგ სექსუალური კონტაქტის დამყარება აღარ გაუჭირდებოდათ. შეისწავლეთ ეროტიკული შემადგენლობა ეს არის სილაღე, სიახლე, გარეგნობა, ინტერესი, შეხება. თუ არ იქნებით ყურადღებიანი, ამ ყველაფერს ბავშვზე გადაიტანთ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ მთელი თქვენი ენერგია, რომელიც ერთმანეთისთვის უნდა გაგეზიარებინათ, ბავშვს მიეცით. აი, როგორ გამოიყურება ეს: სილაღე - ლაღი ხართ, მაგრამ მხოლოდ ბავშვთან; სიახლე - გამუდმებით გსურთ ბავშვს რაღაც ახალი აჩვენოთ, თქვენს პარტნიორთან კი ყველაფერს ძველებურად აკეთებთ. გარეგნობა - ბავშვებს ახალი სამოსი სურთ, თქვენ კი ძველი ტანსაცმლით დადიხართ. ინტერესი - თქვენთვის ძალიან საინტერესოა როგორ შეისწავლის თქვენი შვილი სამყაროს, მაგრამ ბოლოს როდის დააკვირდით თქვენს პარტნიორს? შეხება - ბავშებს გამუდმებით ეფერებით და კოცნით, და თქვენს მეორე ნახევარზე რას იტყვით? დაარღვიეთ რუტინა და დრო ერთად დაგეგმეთ ყველაფრის შეცვლა შეიძლება, თუ პარტნიორს ისევე მოექცევით, როგორც ბავშვის გაჩენამდე ექცეოდით. როცა ადამიანები ხვდებიან და ერთმანეთი უყვარდებათ, ერთსულ ცხოვრებას იწყებენ. როცა ბავშები უჩნდებათ, ოჯახს ქმნიან, მხარ და მხარ ცხოვრობენ. რაც მათ სჭირდებათ, ერთმანეთისკენ შემობრუნება და კვლავ ერთსულ ცხოვრების განახლებაა. დაგეგმეთ პაემნები, მოაწყვეთ საღამოები მხოლოდ თქვენ ორისთვის, ამ მომენტში ბავშვი ძიძას დაუტოვეთ. გამოიყენეთ თქვენი წარმოსახვა. ლეა ხიმშიაშვილი მიმაგრება: სურათი 1
|
|