2:46 PM ქათმის სუპი გოგრითა და ქამა სოკოთი — ტაილანდურად / qatmis supi gogrita da qama sokoti — tailandurad | ||||||||||||
ინგრედიენტები: ქათმის ფილე — 500 გრ, გოგრა (რბილობი) — 200 გრ, ნაღები 20% — 200 მლ, კარტოფილი — 2 ცალი, ქამა სოკო — გემოვნებით, ქინძი — გემოვნებით. მომზადების წესი: კარტოფილი და გოგრა გათალეთ, გარეცხეთ, დაჭერით პატარა კუბებად. ქათმის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად. ქინძი გარეცხეთ, წვრილად დაჭერით. შეწვით ფილე ტაფაზე 1 ს/კ ზეითუნის ზეთში 5 წთ, მოაყარეთ დაფქვილი ქარი, მარილი, აურიეთ და შეწვით კიდევ 3 წთ. მოათავსეთ ფილე ქვაბში, დაასხით 1 ლ. ცხელი წყალი, ჩაყარეთ მარილი და ხარშეთ 10 წთ. დაუმატეთ გოგრა და კარტოფილი, ხარშეთ, სანამ მზად არ იქნება, ჩაასხით ნაღები და შეაზავეთ გემოვნებით. ხარშეთ კიდევ 5-10 წთ. მზა სუპი გადაიღეთ ღრმა თეფშებზე, მოაყარეთ დაჭრილი ქინძი. რჩევა: თუ გსურთ, ნამდვილი ტაილანდური კერძი გამოგიიდეთ, ტკბილი კარტოფილი გამოიყენეთ, ჩვეულებრივის ნაცვლად და ქოქოსის რძე - ნაღების მაგივრად. მიმაგრება: სურათი 1
|
|