გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 8 » ერთი მცირე სასიყვარულო არა ისტორია, არამედ რაღაც უბრალო მონაყოლი / erti mcire sasiyvarulo ara istoria, aramed raghac ubralo monayoli
10:59 PM
ერთი მცირე სასიყვარულო არა ისტორია, არამედ რაღაც უბრალო მონაყოლი / erti mcire sasiyvarulo ara istoria, aramed raghac ubralo monayoli






შენ ხარ შორს, სხვა ქვეყანაში, შენ შესაძლოა არასდროს მოგიწიოს ამ უაზრო პოსტის წაკითხვა, მაგრამ მე ამას მაინც დავწერ, თუ როგორ მიჭირს უშენოდ, მინდა რომ ჩაგიხუტო და მინიმუმ 10 წუთი ხელი არ გაგიშვა. მინდა ვიგრძნო შენი ყოველი ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა თუ პირიქით დიდი აზრი არ აქვს, მოკლედ ორივე, ვიცი ახლა ულამაზო ტექსტი გამოდის და სისულელეებით გაიტენება, გული მიგრძნობს, უბრალოდ ვიცი, რომ, მინდა შენს გვერდით, ან შენ რომ იყო, აქ საქართველოში ჩემს გვერდით და ხელჩაკიდებულნი ვსეირნობდეთ რკინიგზის სადგურზე, ან პარკში ანდაც უბრალოდ ქუჩებში.
ძლიერ მინდა და არ ვიცი რა ვქნა, როდესაც მე ჩემი სარჩენი ფულიც არ მაქვს, ზედმეტია ბილეთზე საუბარი, მე უბრალოდ შემიძლია გელოდო როდის ჩამოხვალ და იმ იმედით რომ გნახავ და ჩამეხუტები, შემდეგ კი ღვთის ნებით იქნება ყველაფერი, არ მინდა შენი დაკარგვა.
ახლა კი შენ გიყურებ და თან გესაუბრები და თანა ამასაც ვწერ, აი, გაითიშა ციალურ ქსელ ფეისბუქიდან დანარეკი და ახლა კიდევ ვდილობ გამოვიდე ხაზზე, რომ გიყურო.
ვიცი, მაგარი სულელი პოსტია, უაზრო სიტყვებითა და სამარცხვინო ისტორიით, რომელსაც ვერც კი ვყვები, რადგან არ ვიცი საიდან დავიწყო და როგორ მოვყვე, რადგან, არც მეწერება და არც მინდა რომ ამას ვწერდე, უბრალოდ ვაწკაპუნებ კლავიატურას, რადგან სხვა საქმე არ მაქვს, არ მეძინება, სამსახურიდან მოსული და შემიძლია ნებისმეირი სიტყვა შენზე და სხვა თემაზეც ესე გაუჩერებლად ვწერო, სანამ არ დამეღლება თიტები და მაჯები, მოკლედ სანამ არ შევწვეტ თავისით წერას, ჰოდა იგივე შემიძლია ვთქვა საკუთარ გულზეც, ანუ სანამ ის ფეთქვავს, ნებისემირ სიტუაციაში, რაც და როგორც არ უნდა მოხდეს, ყველა ვარიანტში, იქიდან არაფერი წაიშლება და ყოველთვის ჩარჩები ნათელ წერტილად, რომდელსაც ველოდი, რომ ჩემთვისაც გამოენათა, ნუ თუ როგორცაა, ვერ ვასრულებ წინადადებას, მოკლედ ყოველთვის მეყვარები, ახლა ვერ ვარ კარგად და ვერც ვაზროვნებ, უბრალოდ თითებს ვღლი ამ უაზრო წკაპუნით კლავიატურაზე და იმ სიტყვების გრძნობა მინდა შენგანაც რაიმეთი შევიგრძნო, რაც მე შენ გითხარი, შესაძლოა ცოტათი ადრეც ყოფილიყო, მაგრამ არაუშავს, იმედია გამიგებ და მიხვდები რომ გულს ვერანაირად ვერ ვუბრძანებ გადაყვარებას, ან არ შეყვარებას, მე კიდევ ყოველთვის რასაც გულით ვგრძნობ, ან მინდა რომ შიგნიდან აღმოვფქვა, ეგრევე ვამბობ ან ვწერ, არანაირი გალამაზებით, როგორც ენაზე მადგას ისე, მოკლედ ახლაც ძალიან გავგრძელდი და ის არ მითქვამს.
მოკლედ მე შენ ისე ძლიერ მიყვარხარ, რომ არც კი ვიცი არათუ შენ, არამედ ეს სიყვარული რას შევადარო.
ყველას გმადლობთ, ვინც წაიკითხე ეს უაზრო პოსტი.
კარგად ბრძანდებოდეთ!..



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 919 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: je t'aime, siyvaruli, miyvarkhar, mikvarkhar, სიყვარული, sikvaruli, მიყვარხარ, I Love You, miyvarxar, mikvarxar | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...