გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 9 » არჩევნები 2016. შსს: სოფელ ჯიხაშკარში, 79-ე უბანზე მომხდარის ორგანიზატორი დაკავებულია / archevnebi 2016. shss: sofel jikhashkarshi, 79-e uba
9:01 AM
არჩევნები 2016. შსს: სოფელ ჯიხაშკარში, 79-ე უბანზე მომხდარის ორგანიზატორი დაკავებულია / archevnebi 2016. shss: sofel jikhashkarshi, 79-e uba






სოფელ ჯიხაშკარში ორ უბანზე 8 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტების ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 162-ეს პრიმა და 163-ე მუხლებით უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებული და დაკავებულია 79-ე უბანზე დარბევის ორგანიზატორი და უშუალო მონაწილე პირი:

"მის მიმართ ხორციელდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება".

უწყების ცნობით, გარდა ზემოაღნიშნულისა, სოფელ ყიზილ-აჯლოში საარჩევნო უბნის ფაქტზე, რომლის შედეგადაც პოლიციის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფ მიაყენეს, გამოძიება სკ-ს 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო:

"ინციდენტი მოხდა ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, 90-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთმანეთს ორი პარტიის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს დაზიანდა ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა. აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა".

სოფელ ჯიხაშკარის 66-ე ოლქის 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე გაურკვეველი პირები მაშინ შეიჭრნენ, როდეაც ადგილზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობდა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1072 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: სოფელი ჯიხაშკარი, shinagan saqmeta saministro, sofeli jixashkari, არჩევნები 2016, შსს, sofeli jikhashkari, archevnebi 2016, შინაგან საქმეთა სამინისტრო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...