გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 9 » რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის შედეგები: ქართული ოცნება - 39,9%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ენმ - 32,74% / rustavi 2-is egzitpolis shedegebi -
9:13 AM
რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის შედეგები: ქართული ოცნება - 39,9%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ენმ - 32,74% / rustavi 2-is egzitpolis shedegebi -






ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:

ქართული ოცნება - 39,9%;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 32,74%;
პატრიოტთა ალიანსი - 5,76%;
ლეიბორისტული პარტია - 4,21%;
პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის - 3,25%;
თავისუფალი დემოკრატები - 3,21%;
დემოკრატიული მოძრაობა - 2.,81%;
სხვა პარტიები - 8,12%;

აღნიშნული მონაცემები ასახავს პროპორციული სიით მიღებულ შედგებს. პარტიები პროპორციული სიით პარლამენტში, ჯამში, 77 ადგილს დაიკავებენ, 73 ადგილს კი მაჟორიტარები. მაჟორიტარულ არჩევნებში მიღებული ხმები აქ ასახული არ არის. როგორც რუსთავი 2 აცხადებს, ცდომილება +/-1,5 პროცენტია.

რუსთავი 2-ის დაკვეთით ეგზიტპოლი ჩაატარა გერმანულმა კომპანია GFK-მ, რომლის პარტნიორი საქართველოში არის კომპანია ბი სი ჯი. აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელია ნაცმოძრაობის წევრის, ლევან თარხნიშვილის მეუღლე. GFK აცხადებს, ისინი პარტნიორებს არჩევენ არა ოჯახური მდგომარეობის, არამედ პროფესიონალიზმის შესაბამისად.

წინა საპარლამენტო არჩევნებზე, 2012 წელს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით ეგზიტპოლი ჩაატარა ედისონ რისერჩმა, რომლის მიხედვითაც ქართულმა ოცნებამ მიიღო ხმების 51%, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ – 41%. აღნიშნული შედეგები ყველაზე ახლოს იყო ცესკოს ოფიციალურ შედეგებთან.

ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. იგი იმის გარკვევას კი არ ცდილობს, თუ ვისთვის აპირებს ხალხი ხმის მიცემას, არამედ იმის, თუ ვის მისცა მან უკვე ხმა. საქართველოში ეგზიტპოლის გამოქვეყნება მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის მერეა შესაძლებელი.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 873 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: nacionalebi, leiboristuli partia, enm, paata burchuladze - sakhelmtsifo kh, qartuli ocneba, patriotta aliansi, ertiani nacionaluri modzraoba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...