9:19 AM არჩევნები 2016 - იმედის, პირველი არხის, GDS-ის და მაესტროს ეგზიტპოლი: ოცნება - 53,8%, ენმ - 19,5% / archevnebi 2016 - imedis, pirveli arkhis | ||||||||||||
ქართული ოცნება - 53,8%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 19,5%; პატრიოტთა ალიანსი - 5%; თავისუფალი დემოკრატები - 4%; შალვა ნათელაშვილი - 3,1%; პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის - 2,7%; რესპუბლიკური პარტია - 2,7%; დემოკრატიული მოძრაობა - 2,3%; სხვა პარტიები - 5,5% ოთხი ტელეარხის დაკვეთით ეგზიტპოლი კომპანია თი ენ ესმა ჩაატარა. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ეწინააღმდეგებოდა აღნიშნულ ეგზიტპოლის დამკვეთებს შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას, რადგან მათი აზრით, ეს ფაქტი გააღრმავებდა კითხვებს მაუწყებლის დამოუკიდებლობაზე. ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. იგი იმის გარკვევას კი არ ცდილობს, თუ ვისთვის აპირებს ხალხი ხმის მიცემას, არამედ იმის, თუ ვის მისცა მან უკვე ხმა. საქართველოში ეგზიტპოლის გამოქვეყნება მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის მერეა შესაძლებელი. მიმაგრება: სურათი 1
|
|