11:19 AM არჩევნები 2016. ქუთაისის სამივე ოლქში სავარაუდოდ მეორე ტური გაიმართება / archevnebi 2016. qutaisis samive olqshi savaraudod meore turi gaima | ||||||||||||
49-ე საოლქო კომისიის თავდჯომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა განმარტა, რომ ამ დროისთვის ხმების დაახლოებით 85%-ია დათვლილი: "მოსალოდნელია სამივე ოლქში მესამე ტური, რაც შეეხება პროპორციულ მაჩვენებელს, 47-ე ოლქში ბარიერი ქართულმა ოცნებამ, ენმ-მ და პატრიოტთა ალიანსმა გადალახა. 48-ე ოლქში ქართულმა ოცნებამ, ენმ-მ და თავისუფალმა დემოკრატებმა. 49-ე ოლქში კი მხოლოდ ენმ-მ და ქართულმა ოცნებამ". ოსეფაიშვილმა ქუთაისის ერთ-ერთ უბანზე გუშინ მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ინციდენტი არა უბანზე, არამედ მის გარეთ მოხდა. როგორც ცნობილია, აღნიშნულის გამო, კომისიისთვის ჯერ არცერთ არასმთავრობო ორგანიზაციას არ მიუმართავს. მიმაგრება: სურათი 1
|
|