2:22 PM
არ გავიკეთებ ჰიჯაბს - აშშ-ის ჩემპიონი ჭადრაკში ირანის ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს / ar gaviketeb hijabs - ashsh-is chempionati chadrakshi ir
www.auf.ge -
ყველაზე წარმატებულმა ქალმა მოჭადრაკემ, ნაზი პაიკაძემ კიდევ ერთხელ მიიპყრო საერთაშორისო ყურადღება. მან განცხადა, რომ ირანში დაგეგმილ თებერვლის ქალთა ჩემპიონატს ჭადრაკში ბოიკოტს უცხადებს, რადგან მისთვის ჰიჯაბის ტარება მიუღებელია. ინფორმაციას ამის შესახებ WashingtonPost ავრცელებს. ამჯერად აშშ-ის ჩემპიონის, პაიკიძის სახით ტურნირს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და დიდი ყურადღება დააკლდება. მან ერთ-ერთ გამოცემასთან განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ დაეხმაროს გოგონებს ჭადრაკის სამყაროში მოსახვედრად. ბოლო დროს ისლამური საზოგადოებრივი სამოსი ქალებისთვის მუსლიმურ იდენტობასთან დაკავშირებული პროტესტებისა და ბრძოლების მიზეზი ხშირად ხდება. ირანში ზოგიერთი აქტივისტი ჰიჯაბების წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის. სხვა მუსლიმურ ქვეყნებში, როგორიც თურქეთია, ქალების ზოგიერთ ჯგუფს იმ შეზღუდვების წინააღმდეგ არაერთხელ უბრძოლიათ, რომლებიც ზოგიერთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას თავსაბურავის ტარებას კრძალავდა, მაშინ, როცა კონსერვატორი ქალთა ჯგუფები, დასავლეთში, ათლეტურ შეჯიბრებებსა თუ სხვა ღონისძიებებში თავსაბურავის ტარების უფლებას ითხოვდნენ. პაიკიძე თავის ინსტაგრამ პოსტში წერს: "ზოგი ჰიჯაბს კულტურის ნაწილად განიხილავს, მაგრამ ვიცი, რომ ყოველდღიურად, უამრავი ირანელი ქალი აპროტესტებს ამ იძულებით კანონს და ამით რისკავს ძალიან ბევრს. ამიტომ არ გავიკეთებ ჰიჯაბს და არ დავუჭერ მხარს ქალების ჩაგვრას." პაიკიძემ ასევე გაუშვა ონლაინ კამპანია Change.org-ზე. კამპანია მოითხოვს, რომ მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციამ შეცვალოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ქალთა ჩემპიონატის მასპინძელი ირანი იქნება: "ეს საკითხები ჭადრაკის სამყაროს სცდება. მაშინ, როდესაც ირანმა სოციალური პროგრესი განიცადა, ქალთა უფლებები მაინც ძალიან შეზღუდული რჩება. ეს ერთ ღონისძიებაზე მეტია. ეს არის ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის." პეტიციას უკვე 8 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს. თუმცა პაიკიძის პოზიციას ყველა არ იზიარებს. მიტრა ჰიჯაზიპური, 2015 წლის აზიის ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებული, Guardian-თან ამბობს, რომ ბოიკოტი ირანში ქალთა სპორტისთვის რეგრესი იქნება: "ეს იქნება ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება, რომელიც ირანელ ქალებს უნახავთ. ჩვენ არასდროს გვქონია საშუალება ჩაგვეტარებინა ტურნირი სპორტის სხვა სახეობაში წარსულში. ბოიკოტისკენ მოწოდება სწორი არ არის. ეს თამაშები მნიშვნელოვანია ირანელი ქალებისთვის. ეს არის შესაძლებლობა, რომ გამოვავლინოთ ჩვენი სიძლიერე." CNN-ის ინფორმაციით, ირანი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც ტურნირის ჩატარების სურვილი გამოთქვა. ქალთა ჭადრაკის ფედერაციის (WCF) წარმომადგენლის თქმით კი, 150 ეროვნული ფედერაციიდან არც ერთს არ გაუწევია წინააღმდეგობა. ორგანიზაციის ვებსაიტზე განთავსებულ განცხადებაში WCF წერს: "ღონისძიების დროს ჰიჯაბის ტარება არ არის [ფედერაციის] რეგულაცია, ან ვალდებულება." განცხადების თანახმად, ორგანიზაცია მონაწილეებისგან "ადგილობრივი ტრადიციების, ჩვეულებების, კანონებისა და რელიგიების პატივისცემას და ყოველი საქციელის კონტროლს მოითხოვს, რათა ადგილობრივებმა შეურაცხყოფილად არ იგრძნონ თავი." განცხადებაში ასევე წერია, რომ ირანის ჭადრაკის ფედერაციამ წარმატებით უზრუნველყო თებერვლის ღონისძიების ორგანიზება. პაიკიძე რუსეთში დაიბადა და საქართველოში, თბილისში, გაიზარდა. ჭადრაკი მისი სკოლის სასწავლო პროგრამის ნაწილი იყო. მან დაიწყო ეროვნული ტურნირების მოგება და საერთაშორისო ახალგაზრდულ ჩემპიონატებში მონაწილეობა. 18 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და Maryland Baltimore County-ს უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა. 2015 წლის აშშ-ის ტურნირში მან მეორე ადგილი დაიკავა, ერთი წლის შემდეგ კი ჩემპიონიც გახდა. მის ვებსაიტზე განთავსებულია ინფორმაცია 12-ზე მეტი ჯილდოს შესახებ. არის საერთაშორისო ოსტატი, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს მსოფლიოს ტოპ 100 მოქმედ მოთამაშეებს შორის და WCF-ს თანახმად, მეოთხე ადგილზეა აშშ-ში. მიუხედავად იმისა, რომ პაიკიძის მსგავსი ქალები კანონს ბოიკოტს უცხადებენ, ზოგი ქალი ჰიჯაბში კომფორტსაც პოულობს. Guardian-ის მოსაზრებების განყოფილებაში ნადია ტაკოლია, მკვლევარი წერს, რომ ჰიჯაბმა მას მისცა ძალა და დაიცვა, რომ არ ეგრძნო თავი როგორც "პაიკს საზოგადოების სილამაზის თამაშში": "მაგრამ საზოგადოებაში, რომელშიც ქალის ფასი თითქოს მის სექსუალურ მომხიბვლელობაზე ფოკუსირებული, ზოგიერთი ქალი მიერ ჰიჯაბის ტარება მკაფიოდ ფემინისტური პოზიციაა, რომელიც ამტკიცებს ქალთა უფლება-შესაძლებლობების გაფართოების ალტერნატიულ მეთოდს. არა რელიგია, არამედ პოლიტიკაა აქ მოტივატორი. მე ვარ ერთ-ერთი ასეთი ქალი". თავისი პოზიციის გავრცელების შემდეგ პაიკიძემ აღნიშნულ თემას კიდევ ერთი ინსტაგრამ პოსტი მიუძღვნა: A message to the people of Iran: I am not anti-Islam or any other religion. I stand for freedom of religion and choice. ✌️ I'm protesting FIDE's decision not because of Iran's religion or people, but for the government's laws that are restricting my rights as a woman. My personal experiences with Iranian people have been nothing but wonderful ❣️ One day I hope to visit Iran and see women having complete freedom and equality.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1093 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ისლამი, ფემინიზმი, ჭადრაკი, ირანი, nazi paikadze, feminizmi, მსოფლიო ჭადრაკის ფედერაცია, ნაზი პაიკიძე, ჰიჯაბი, msoflio chadrakis federacia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]