გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 12 » ხატია ბუნიათიშვილი Echo Klassik-ის დაჯილდოებაზე კრის მარტინმა წარადგინა / khatia buniatishvili ehco classic-is dajildovebaze chris martin-ma
2:28 PM
ხატია ბუნიათიშვილი Echo Klassik-ის დაჯილდოებაზე კრის მარტინმა წარადგინა / khatia buniatishvili ehco classic-is dajildovebaze chris martin-ma






ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი რომ ყოველ წელს უამრავი ჯილდოს მფლობელი ხდება ამას უკვე შევეჩვიეთ, გამონაკლისი არც ეს წელი იყო და ამჯერად ის ბერლინში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს Echo Klassik-ის მფლობელი გახდა - მეცხრამეტე საუკუნის მუსიკალური ნაწარმოების საუკეთესო სოლო ჩანაწერის ნომინაციაში.

Echo Klassik კლასიკური მუსიკის ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონკურსია, რომელშიც პრიზები 26 ნომინაციაში გაიცემა.

ხატიას გამარჯვება ცხადი მაშინვე გახდა, როდესაც ქოლდფლეის სოლისტი კრის მარტინი გამოჩნდა. სწორედ მან გადასცა ჯილდო ხატიას და მიმართა: "მე ხატია ბუნიათიშვილის მოსწავლე ვარ. ის ფორტეპიანოზე დაკვრას მასწავლის. ხატია, მადლობა გაკვეთილებისთვის, მე შენ მიყვარხარ."

შეგახსენებთ, რომ ალბომში, რომელიც ქოლდფლეიმ გამოუშვა, ერთ-ერთ კომპოზიციაში ხატია უკრავს.

აღსანიშნავია, რომ ხატია 2012 წელსაც გახდა ამ პრიზის მფლობელი, თუმცა მაშინ ჯილდო როგორც საუკეთესო დამწყებ პიანისტს ისე გადსცეს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 945 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: გერმანია, COLDPLAY, მუსიკა, xatia buniatishvili, musika, ხატია ბუნიათიშვილი, qoldflei, Echo Klassik, germania, khatia buniatishvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...