12:07 PM
ჯიმ კერის ყოფილი შეყვარებულის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებენ / jim carrey-is kofili shekvarebulis tvitmkvlelobamde mikvanashi adan
www.auf.ge -
როგორ BBC იუწყება, ჯიმ კერის ყოფილი შეყვარებულის დედა მსახიობს შვილის სიკვდილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სწორედ ჯიმმა მიიყვანა უაითი თვითმკვლელობამდე.

30 წლის კატრიონა უაითი გასულ წელს, ლოს-ანჯელესში წამლების გადამეტებული დოზის მიღების შემდეგ გარდაიცვალა.

“ოჯახს სურს, რომ მსოფლიომ იცოდეს სიმართლე იმის შესახებ, თუ ვინ არის სინამდვილეში ჯიმ კერი. ეს ის მამაკაცია, რომელიც თქვენს ქალიშვილს სამ ვენერიულ დაავადებას გადასდებს, ამის შესახებ ტყუილებს იტყვის, თქვენს შვილს დაამცირებს, მის ძვირადღირებულ ადვოკატებს გამოიყენებს და ბევრ ფულს გადაუხდის იმისთვის, რომ ის და მისი ოჯახი გააჩუმოს, ბოლოს კი, არალეგალურ წამლებს მისცემს, რაც საბოლოოდ თქვენს შვილს მოკლავს”. ამბობს კატრიონას დედა ბრიჯიტი უაითი.

ამავე მიზეზით, სარჩელი ერთი თვის წინ, კატრიონას მეუღლემაც მარკ ბარტონმაც შეიტანა და თქვა, რომ მის ცოლს ჯიმი იმ წამლებით ამარაგებდა, რომლებიც მან საბოლოოდ თვითმკვლელობისთვის გამოიყენა.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1114 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: Jim Carrey, jim keri, თვითმკვლელობა, sheyvarebuli, შეყვარებული, jim qeri, tvitmkvleloba, ჯიმ ქერი, ჯიმ კერი, shekvarebuli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]