12:11 PM
ტერორისტების დასაკავებლად ნიუ-იორკში სახის ამოცნობის ტექნოლოგიას გამოიყენებენ / teroristebis dasakaveblad niu-iorkshi sakhis amocnobis teqno
www.auf.ge -
ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო აცხადებს, რომ შტატში არსებულ ყველა ხიდსა და გვირაბში მაღალტექნოლოგიური კამერები უნდა დამონტაჟდეს, რომლებიც სახის ამოცნობის ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი. ამ ინიციატივის ფარგლებში იგივე სახის ტექნიკის გამოყენება იგეგმება აეროპორტებსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე.

აღნიშნული ტექნოლოგიის დახმარებით ნიუ-იორკის გუბერნატორი ტერორისტების დროულად აღმოჩენასა და დაკავებას იმედოვნებს.

სახის ამოცნობის ტექნოლოგია ჯერ-ჯერობით დაუხვეწავია და არათეთრკანიანი პირების სახის ამოცნობა უჭირს. თუმცა, ამ სისტემას წარმატებით უკვე იყენებს შტატის ტრანსპორტის დეპარტამენტი. 2016 წლის იანვრის შემდეგ, სახის ამოცნობის ტექნოლოგიის საშუალებით, ასზე მეტი დამნაშავე დააკავეს.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1066 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ტერორისტები, სახის ამოცნობის ტექნოლოგია, teroristebi, ტერორიზმი, niu-iorki, terorizmi, ნიუ-იორკი, ენდრიუ კუომო, endeiu kuomo, sakhis amocnobis teqnolo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]