გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 14 » სასწრაფოდ დავეხმაროთ ნათია შიოლაშვილს, რომელსაც ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა / sastscrafod davekhmarot natia shiolashvils, romelsacesachiro
6:31 PM
სასწრაფოდ დავეხმაროთ ნათია შიოლაშვილს, რომელსაც ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა / sastscrafod davekhmarot natia shiolashvils, romelsacesachiro






უმორჩილესად გთხოვთ, მთელი გულითა და სულით,წაიკითხეთ და გააზიარეთ ეს პოსტი და მცირედი წვლილი შეიტანეთ ნათიას გადასარჩენად.
დიდი ხანია არაფერი მითხოვია თქვენთვის.დღეს კი,იმის იმედად ვარ, რომ ისევ გვერდით დამიდგებით, როგორც მაშინ, როცა ლუკა დავიანტის გადასარჩენად ვიბრძოდით.
ნათია თსუ-ის სტუდენტია.ის 29 წლის არის. დიახ, სწორად წაიკითხეთ.29 წლის არის. 2008 წელს დაუსვეს C ჰეპატიტის დიაგნოზი, რომელიც შემდგომში ციროზში გადაიზარდა. მკურნალობა საკუთარი სახსრებით დაიწყო, თუმცა შეწყვეტა მოუწია, რადგან მდგომარეობა დამძიმდა.მიუხედავად იმისა,რომ 2015 წელს ვირუსი გაუნულდა, აქვს მეორე აუტოიმუნური ჰეპატიტი, რომელიც განაგრძობდა ღვიძლის დაზიანებას.
ამ დაავადების გამო მას სწავლის შეწყვეტა მოუწია და მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ შესძლო გაგრძელება. ჰყავს დედა, მამა და ძმა.ოჯახში მხოლოდ მამა მუშაობს.
ნათია ამბობს, რომ ძალიან უყვარს ცეკვა,ვარჯიში, სირბილი, თუმცა თავისი დიაგნოზის გამო უარის თქმა მოუწია აქტიურ ცხოვრებაზე და 6 წელია ეს ყველაფერი არ უკეთებია. ოცნებობს, გამოჯანმრთელდეს და ინგლისურის პედაგოგი გახდეს სკოლაში და მომავალ თაობას ასწავლოს.
ნათიას ძალიან სჭირდება ჩვენი თანადგომა და დახმარება, რამეთუ მას სასწრაფოდ ესაჭიროება ნოემბერში ღვიძლის გადანერგვა. ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს.
დარეკეთ ფოტოზე მითითებულ ნომერზე ან მცირედი თანხა მაინც გადარიცხეთ ანგარიშის ნომერზე თუ შეძლებთ.
გთხოვთ, გააზიარეთ!

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 3454 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: davekhmarot, Charity, davexmarot, ქველმოქმედება, ნათია შიოლაშვილი, სასწრაფოდ, благотворительность, natia shiolashvili, qvelmoqmedeba, დავეხმაროთ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 niniko-jojishvili  
0 Spam
davexmarot natias, martla kargi gogoa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...