გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 15 » ამირან ჯანჯღავა - კრენდელების ბეჭდები / amiran janjghava - krendelebis bechdebi
5:29 PM
ამირან ჯანჯღავა - კრენდელების ბეჭდები / amiran janjghava - krendelebis bechdebi






- ჩვენ კრენდელების ბეჭდებით ვიქორწინეთ გახსოვს?
თეთრ სტიქარში გამოწყობილი მღვდელი - ჭერამი,
შენი მეჯვარე - სიო, რომელსაც თითებზე შენი თმის ღერები თანაბრად ქონდა გადანაწილებული
ჩემი მეჯვარე - ონკანი, რომელიც გვერდზე მედგა და წვიმის იმიტაციას უფრო გავდა მისი ბუტბუტი, ვიდრე მეჯვარის გამხნევებას
მღვდელმა თავზე ყვავილების გვირგვინი დაგვადგა, ჩვენ კი კითხვის დასმის გარეშე : მზად ვიყავით თუ არა ჭირშიც და ლხინშიც ერთად ყოფნისთვის? კრენდელები ერთმანეთს თითებზე მოვარგეთ და მე შენ ლოყაზე გაკოცე. მერე ქარიც მოვიდა, ცოტა ნასვამი იყო, ჩემს მეჯვარესთან უცბად საერთო გამონახა და მთლიანად დაგვასველა.
- ჩვენ შვიდქვაობანას ვთამაშობდით გახსოვს?
მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ყოველთვის ექვსი ქვით. მეშვიდე ქვის დადება შენ გიყვარდა ხოლმე, მე კი ჩუმად მკერდში ვმალავდი, მეშინოდა ბურთის მოხვედრისას შორს არ გადავარდნილიყო და არ დამეკარგა. კარდიოლოგის სახე უნდა გენახა ეხოსკოპიის შემდეგ.
- ჩვენ წეროებს ვთამაშობდით გახსოვს?
შენ კი ვერ ხვდებოდი რატომ ვპასუხობდი ყოველ ჯერზე უფრო მაღალ ციფრს. დაწითლებულ ხელისგულებეზე ვიცინოდით ხოლმე ბევრს.
- ჩვენ დამალობანას ვთამაშობდით გახსოვს ?
შენი დახუჭვის დრო რომ მოდიოდა ბავშვები სწრაფად გარბოდნენ, მე კი ვიდექი და გიყურები, როგორ ითვლიდი 45-მდე. სწორედ მაშინ ყველაზე მეტად ვგავდით დედამიწას და ორბიტას.
- ჩვენ კრენდელების ბეჭდებით ვიქორწინეთ გახსოვს?
და დავდიოდით თითებ გაშვერილები და თითქოს არათითი ღერძი იყო, დედამიწის ღერძი, სანამ შიმშილმა არ შეგვაწუხა...
შენ დღესაც ატარებ დედამიწას არათითით, მაგრამ ამჯერად გახუნებული მზისფერი მეტალით. დედამიწას, რომელიც ღრმად ჩაისუნთქე და მუცელზე გამოიბერე.
მთელი ჩვენი ბავშვობა შენ უბრალოდ ცხვირსახოცივით გააუთოვე, მერე დაკეცე და ჯიბით ატარებ. იშვიათად, თვალებიდან გამოპარულ ემოციებს თუ იშრობ და მერე ჩემი ფიქრებით დასველებულს, ისევ აუთოვებ...
მე ღამით კედელთან მივდივარ და სანთლის მაგივრად ჩარჭობილ ლურსმნებს ვანთებ, მერე იქვე დაკიდებულ ნახევარმთვარეზე ვიწყებ ფიქრს, რომელიც ბოლომდე შეჭმას გადაურჩა. მახსენდება კრენდელებით, რომ ვიქორწინეთ არათითები, რომ სიამაყით დაგვქონდა სანამ შიმშილმა არ შეგვაწუხა.
მე კი ვამაყობ, რომ შევძელი და შენი ნახევარი სამყაროს დავუთმე. მკერდში დაგროვილი ქვები კი აქვე კუზიანი ხიდის მახლობლად მიწაში ჩამვმარხე.
ანდერძის თანახმად შენ ის ნახევარმთვარე გისახსოვრე, რომელიც შეჭმას გადაურჩა.
კრენდელების ნახევარმთვარე.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1048 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ამირან ჯანჯღავა, motxroba, კრენდელების ბეჭდები, motkhroba, krendelebis bechdebi, მოთხრობა, მოთხრობები, amiran janjgava, amiran janjghava | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...