გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 16 » თბილისობა 2016 -ის ღონისძიებების განრიგი — 15-16 ოქტომბერი / tbilisoba 2016 -is ghonisdziebebis ganrigi — 15-16 oqtomberi
1:15 AM
თბილისობა 2016 -ის ღონისძიებების განრიგი — 15-16 ოქტომბერი / tbilisoba 2016 -is ghonisdziebebis ganrigi — 15-16 oqtomberi






"თბილისობა 2016" 15-16 ოქტომბერს გაიმართება. "თბილისობის" ფარგლებში დღეს, 12:00 საათიდან - 19:00 საათამდე ლეღვთახევში გაიმართება მივიწყებული პროფესიების იმიტირებული მიზანსცენები (დიდგვაროვნებისა და ყარაჩოხელების კუთხე; მჭედელი, მეწაღე, მეთულუხჩე, მეაფიშე).

12:00 - 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში მოეწყობა თბილისური ბაზარი ზურაბ შევარდნაძესთან ერთად.

12:00 - 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე, ღვინის აღმართთან სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა, გაყიდვა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათზე, რიყის პარკში სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათზე, მეტეხის ხიდზე, რარიტეტული და უახლესი ავტომობილების გამოფენა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათამდე ევროპის მოედანზე კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება. მონაწილეობას მიიღებენ ბავშვთა ორკესტრი, მევიოლინე ბავშვები, სიმებიანი კვარტეტი, ფლეიტების კვარტეტი, სიმებიანი კვარტეტი ’’სფორცანდო’’, თბილისის გოგონათა გუნდი, მუსიკალური პროგრამა ’’გვიდირიჟორე’’, ორკესტრი "Georgian Brass", 12:00 - 19:00 საათზე, რიყის პარკში, გაიმართება რამდენიმე ღონისძიება - საბავშვო ქალაქი - მხიარული შეჯიბრებები, კომპიუტერული თამაშები, საბავშვო დისკოთეკა, ქვიშის ქალაქი, ფეინთბოლი, რაინდების ბრძოლა, სპორტული ღონისძიებები, რაგბისა და მინი გოლფის მოედანი, პარკური და კალათბურთი, კულინარიული შეჯიბრი ნიკა წულუკიძესთან ერთად, კულინარია - დეგუსტაცია, მასტერკლასები.

12:00 - 00:00 საათზე "ახალი ტფილისის" ტერიტორიაზე მოეწყობა ინსტალაცია "ხვალ".

12:00 - 15:00 საათამდე "ახალი ტფილისის" ტერიტორიაზე DJ ნაკაშიძე წარსდგება მსმენელის წინაშე. ასევე 15:00 - 17:00 საათზე გაიმართება ჰიპ-ჰოპ ლაივი , ხოლო 16:00 - 17:00 საათზე გამოფენა Error images "ახალი ტფილისი".

15:00 - 16:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში ქალაქებთან - ნანტსა და ზაარბრუკენთან თბილისის დამეგობრების საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყობა.

16:00 - 17:00 საათზე, ვაკის პარკში "შუმბა ლენდის" გახსნა, ხოლო 17:00 - 18:00 საათზე სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერია თბილისი'' არქიტექტურული კონკურსის დაჯილდოვება გაიმართება.

"ახალ ტფილისში 17:00 - 19:00 საათზე მაქს მაჩაიძის ლაივი გაიმართება.

19:00 - 01:00 საათამდე ევროპის მოედანზე ახალგაზრდული კონცერტები გაიმართება, სადაც ჯგუფი "რეგიონი", ჯგუფი "ფრანი" და ჯგუფი "LoudSpeakers" მიიღებენ მონაწილეობას.

19:00 - 21:00 საათზე "ახალი ტფილისის" ტერიტორიაზე გაიმართება კონცერტი - ჯგუფი "Young Georgian Lolitas" .

19:30 - 21:30 საათზე ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი "შემოდგომის თბილისი 2016" გაიმართება.

20:00 - 22:00 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება ევა იერბაბუანას წარმოდგენა ფლამენკო - "წვიმა".

21:00 - 22:00 საათამდე ილიას ბაღში 2016 წლის "საპატიო თბილისელების" დაჯილდოვება გაიმართება. 21:00 - 00:00 DJ გიო შენგელია "ახალი ტფილისი"

რაც შეეხება 16 ოქტომბერს, ასევე რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, 12:00 საათიდან - 19:00 საათამდე ლეღვთახევში გაიმართება მივიწყებული პროფესიების იმიტირებული მიზანსცენები (დიდგვაროვნებისა და ყარაჩოხელების კუთხე; მჭედელი, მეწაღე, მეთულუხჩე, მეაფიშე).

12:00 - 19:00 საათზე ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში მოეწყობა თბილისური ბაზარი ზურაბ შევარდნაძესთან ერთად.

12:00 - 19:00 საათზე ევროპის მოედანზე, ღვინის აღმართთან სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა- გაყიდვა გაიმართება.

12:00 - 19:00
საათზე რიყის პარკში სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა, გაყიდვა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათზე მეტეხის ხიდზე რარიტეტული და უახლესი ავტომობილების გამოფენა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათზე რიყის პარკში სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა, გაყიდვა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათამდე "ახალი ტფილისის" ტერიტორიაზე პანტომიმის თეატრის წარმოდგენა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათამდე რიყის პარკში გაიმართება სპორტული ღონისძიებები, რაგბისა და მინი გოლფის მოედანი, პარკური და კალათბურთი.

12:00 - 19:00 "ახალ ტფილისში" ქუჩის მუსიკოსების კონცერტი, ასევე სასულე ორკესტრის მსვლელობა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათამდე რიყის პარკში გაიმართება კულინარიული შეჯიბრი ნიკა წულუკიძესთან ერთად. ასევე მოეწყობა კულინარია - დეგუსტაცია, და ჩატარდება მასტერკლასები.

12:00 - 19:30 საათამდე ევროპის მოედანზე გაიმართება კონცერტები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სტილიზებული ფოლკლორის თეატრი "ნაბადი'', ანსამბლი "თბილისი’’, ფოლკლორული ანსამბლი "ხარება", ანსამბლი "თბილისური კვარტეტი" , ჯგუფი "გიო + " ახალი პროექტით, ჯგუფი "The Jetbird" და ჯგუფი "Goofyland".

15:30 - 17:00 საათამდე "ახალ ტფილისში" თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი "ბიგ-ბენდის" კონცერტი გაიმართება, ხოლო 16:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოფენა Error images .

18:00 - 19:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის "თბილისი 2016" - ის დაჯილდოვება, ხოლო 19:00 - 20:00 საათამდე "თბილისზე მზრუნველის" დაჯილდოვება გაიმართება.

19:00 - 20:30 "ახალ ტფილისში" "თხრობა მუსიკით" - დათო ევგენიძის აკომპანიმენტით, ხოლო 20:00 - 20:30 საათზე "თბილისის თანამედროვე ბალეტის" წარმოდგენა გაიმართება.

21:00 - 22:00 "ახალ ტფილისში" "თბილისური ეზო" გაიმართება, ხოლო 21:00 - 22:45 საათამდე თბილისის მეიდანზე გალაკონცერტი - "ჩემო თბილის ქალაქო" ჩატარდება.

23:00 - 01:00 საათამდე თბილისელების განწყობაზე DJ GACHA იზრუნებს "ახალ ტფილისში".

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1100 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: Tbilisi, თბილისობა, თბილისი, qutaisoba, tbilisoba, saqartvelo, რუსთავქალაქობა, საქართველო, rustavqalaqoba, ქუთაისობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...