გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 17 » გა­და­ვარ­ჩი­ნოთ 16 წლის ნი­ნო ჭყო­ნია! / gadavarchinot 16 tsclis nino chkonia!
12:25 PM
გა­და­ვარ­ჩი­ნოთ 16 წლის ნი­ნო ჭყო­ნია! / gadavarchinot 16 tsclis nino chkonia!






"ექი­მე­ბი ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რო­ბენ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად"

16 წლის ნი­ნო ჭყო­ნი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტ­რა­ლუ­რი სა­მუ­სი­კო სკო­ლის -"ნი­ჭი­ერ­თა ათ­წ­ლე­დის" მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლეს უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა -თა­ვის ტვი­ნის IV პარ­კუ­ჭის ავ­თ­ვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და. ნი­ნოს თბი­ლი­სის ცენ­ტ­რა­ლუ­რი სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ამ­ჟა­მად რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, აპა­რა­ტულ სუნ­თ­ქ­ვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექი­მე­ბი ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რო­ბენ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, დი­აგ­ნო­ზის სირ­თუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ვერ ხერ­ხ­დე­ბა. ნი­ნოს ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი, ინ­ტენ­სი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, სხი­ვუ­რი თე­რა­პია, ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა და მთე­ლი რი­გი პრო­ცე­დუ­რე­ბი სჭირ­დე­ბა, რაც დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ნი­ნოს დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით, ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ერ­თი­ან­და და სა­მუ­სი­კო სკო­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით, 10 იან­ვარს, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში ნი­ნო ჭყო­ნი­ას მხარ­და­სა­ჭე­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია-კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა.
თა­მუ­ნა მი­ქა­ძე, სა­მუ­სი­კო სკო­ლა "ნი­ჭი­ერ­თა ათ­წ­ლე­დის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ლექ­ტო­რი, კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი:
-მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა ორ კვი­რა­ში მოხ­და, თა­ნაც ახალ წელს და­ემ­თხ­ვა და სხვა ბევ­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი უძღო­და წინ, შე­დე­გით ძალ­ზე კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ. სა­უ­კე­თე­სო შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ და სი­ა­მოვ­ნე­ბით დაგ­ვ­თან­ხ­მ­დ­ნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. "ნი­ჭი­ერ­თა ათ­წ­ლედს" თით­ქ­მის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს და ყვე­ლა ის მუ­სი­კო­სი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის კარ­გად ცნო­ბი­ლი და საყ­ვა­რე­ლია არა მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, არა­მედ მის ფარ­გ­ლებს გა­რე­თაც, ამ სა­მუ­სი­კო სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია. "ათ­წ­ლე­დე­ლებს" ყო­ველ­თ­ვის ერ­თი­ა­ნი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა აქვთ და რო­ცა რა­მე გვჭირ­დე­ბა, უკან არ იხე­ვენ. რო­გორც კი და­ვუ­რე­კეთ, ერ­თი წუ­თი­თაც არ უფიქ­რი­ათ, ისე დაგ­ვ­თან­ხ­მ­დ­ნენ და უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა მათ, რად­გან მა­თი მხარ­და­ჭე­რა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი იყო.
გარ­კ­ვე­უ­ლი თან­ხა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­მო­ვი­და, თუმ­ცა ნი­ნოს გა­მო­სა­ჯან­მ­რ­თე­ლებ­ლად ეს საკ­მა­რი­სი არ არის. უბ­რა­ლოდ, ეს იყო მუ­სი­კო­სე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და სო­ლი­და­რო­ბა, რომ ნი­ნო ჭყო­ნი­ას ოჯახს მხარ­ში ამოვ­დ­გო­მო­დით. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ვა­ლი­ა­ნე­ბა 15 ათა­სია, რად­გან ნი­ნო რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში წევს. რო­გორ იქ­ნე­ბა და რა თან­ხე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი დას­ჭირ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში, ცალ­კე სა­კითხია. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­მო­ყო­ფი­ლი გრან­ტე­ბის ლი­მი­ტიც ამო­ი­წუ­რა. იმ ეტაპ­ზე მოთხოვ­ნი­ლი თან­ხა "სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დ­მაც" და­რიცხა. სხვა­თა შო­რის, კონ­ცერ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი სხვა მუ­სი­კო­სებ­მაც გა­მოთ­ქ­ვეს, მაგ­რამ ყვე­ლა მათ­გა­ნის ჩარ­თ­ვა ვერ მო­ხერ­ხ­და, ამი­ტომ, იმე­დი მაქვს, და­მა­ტე­ბით, კი­დევ ერთ კონ­ცერტს გა­მარ­თა­ვენ. იმ მუ­სი­კო­სებ­მა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბი­ან, ან­გა­რიშ­ზე თან­ხე­ბი გა­და­რიცხეს.
ნი­ნი მი­ქა­ძე, ნი­ნოს მე­გო­ბა­რი:
-მე და ნი­ნო ბავ­შ­ვო­ბის მე­გობ­რე­ბი ვართ, ერთ სკო­ლა­ში დავ­დი­ვართ და 11 წე­ლია ვმე­გობ­რობთ. ის მარ­თ­ლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, კე­თი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ყვე­ლას მი­მართ თბი­ლი, მას­წავ­ლებ­ლებ­თა­ნაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და კარ­გი მოს­წავ­ლეა, სწავ­ლას ძა­ლი­ან შე­მარ­თე­ბით უდ­გე­ბა.
-რო­დის გა­ი­გეთ, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და? მა­ნამ­დე რა­ი­მე აწუ­ხებ­და?
-სხვა­თა შო­რის, არა. რო­გორც ჯან­მ­რ­თელ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ას­ტ­კივ­დეს თა­ვი ხან­და­ხან, ნი­ნო­საც ისე მოს­ვ­ლია, სა­გან­გა­შო არა­ფე­რი ჰქონ­და. და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ოქ­ტომ­ბ­რის და­საწყის­ში შე­ვიტყ­ვეთ. ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი გა­მოკ­ვ­ლე­ვის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ 4-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი ავ­თ­ვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე ჰქონ­და. ექი­მე­ბი კარ­გად უვ­ლი­ან და ძა­ლის­ხ­მე­ვას არ იშუ­რე­ბენ. მარ­თა­ლია, ჯერ ისევ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს, მი­სი ორ­გა­ნიზ­მი ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლია, მაგ­რამ რო­გორც ამ­ბო­ბენ, რა­ღაც პროგ­რე­სი მა­ინც არის. ცო­ტა ხნით პა­ლა­ტა­შიც იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი, თუმ­ცა ახ­ლა ისევ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია. იქ რამ­დე­ნი­მე დღე დარ­ჩე­ბა ექი­მე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ. მხო­ლოდ ოპე­რა­ცი­ის დღეს მიხ­ვ­და, რომ რა­ღაც პრობ­ლე­მა ჰქონ­და. მა­ნამ­დე აქეთ გვამ­ხ­ნე­ვებ­და, -სა­ში­ში არა­ფე­რი მჭირს და არ ინერ­ვი­უ­ლო­თო. ნი­ნოს მხარ­და­სა­ჭე­რი კონ­ცერ­ტი მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ტარ­და, გარ­კ­ვე­უ­ლი თან­ხაც შეგ­როვ­და, რაც მის და­სახ­მა­რებ­ლად ნამ­დ­ვი­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.
-რა­ი­მე სხვა გზებ­საც თუ მი­მარ­თეთ ნი­ნოს­თ­ვის თან­ხის მო­სა­ძი­ებ­ლად?
-დი­ახ. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, კლას­მა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ ფუ­ლი რა­მე­ნა­ი­რად გვე­შო­ვა. ყვე­ლა ხერ­ხი ვცა­დეთ, სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში, კარ­და­კარ დავ­დი­ო­დით, ბევ­რი ვე­რა­ფე­რი შე­ვაგ­რო­ვეთ, მაგ­რამ რაც იყო, რე­ა­ნი­მა­ცი­ის გარ­კ­ვე­უ­ლი დღე­ე­ბის და­სა­ფა­რა­ვად გა­მო­ად­გათ. გარ­და ამი­სა, ორი გა­მო­ფე­ნა ჩა­ვა­ტა­რეთ და იქი­და­ნაც ნორ­მა­ლუ­რი თან­ხა შე­ვაგ­რო­ვეთ. არ დავ­ნე­ბე­ბულ­ვართ და ბო­ლომ­დე ვიბ­რ­ძ­ვით. უდი­დე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც მხარ­ში ამოგ­ვიდ­გა! ეს ახ­ლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თ­ვის, ჩე­მი მე­გობ­რე­ბის­თ­ვის და, რა თქმა უნ­და, ნი­ნოს­თ­ვის.
"ნი­ჭი­ერ­თა ათ­წ­ლე­დის" ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ნი­ნო ჭყო­ნი­ას და­სახ­მა­რებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­გა­რი­ში გა­იხ­ს­ნა.
ან­გა­რი­შის ნო­მე­რია: სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კი
GE25BG0000000603332600
მიმ­ღე­ბი: მე­დეა ქი­რია

თამ­თა და­დე­შე­ლი



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1054 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ნი­ნო ჭყო­ნია, სიკეთე, daxmareba dakhmareba, ქველმოქმედება, sikete, davekhmarot davexmarot, qvelmoqmedeba, დავეხმაროთ, nino chkonia, დახმარება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...