გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 20 » მეცამეტე თვის პოეტები - ამირან ჯანჯღავა - პალატა N23 / mecamete tvis poetebi - amiran janjghava - palata 23
10:51 AM
მეცამეტე თვის პოეტები - ამირან ჯანჯღავა - პალატა N23 / mecamete tvis poetebi - amiran janjghava - palata 23






პალატა N23
სიკვდილისფერი კედლებიდან ცივი ნაბიჯებით გადმოდიან მძიმე სუნის მქონე აზრები და ტვინში ობობოასავით შიშის თხელ აბლაბუდებს ხლართავენ. სადენების მარყუჟში თავგაყოფილი ნათურები კი სუიციდის იდეით შეპყრობილ ადამიანებს ჰგვანან. ვოლიერის ფორმის ოთახში, ნეკნებ დასერილი ჟალუზებიდან მთვარის აჩრდილები ყაჩაღებივით პირდაპირ თვალებში იწყებენ ქექვას და ბავშვობის კადრებს ჯიბეებში ილაგებენ. ქარი გამხდარი ბუზივით მომაბეზრებელ ბზუილთან ერთად სიცივის განცდას უზავებს ოთახს. პალატას სიცოცხლის ნიშანს სიცოცხლისთვის მებრძოლი მარიამის გახშირებული სუნთქვა და ვატერლოოს მოლოდინში შეკრებილი მცირე კოლონა უნარჩუნებს, რომელთაც სულ ახლახანს ენაზე მომდგარი ჭადის სახელივით გახსენებული ღმერთის იმედიღა ჰქონდათ დარჩენილი, რომ წყალწაღებულის ხავსი უცბად მკვრივ ფესვებიან მუხად აქცია ორიოდე დღის წინ გამოჩენილმა დონორმა. გულის მანკით გამოწვეულმა გართულებებმა ფატალური შედეგის თავიდან აცილების ერთადერთ გზად, მედიკოსებს მხოლოდ გულის გადანერგვაღა დაუტოვა, გულის რომელიც თვალების,ფეხების, ფილტვების,ყურებისგან განსხვავებით შემოქმედმა მხოლოდ ერთი გვიწილადა და ისიც ზოგჯერ დეფორმირების პერსპექტივით ... იმედის ხანძარი უფრო ლოგიკურად ჟღერს ვიდრე ნაპერწკალი, მარიამის შემთხვევაში. ზამთრის დღეებივით დაპატარავებულ ადამიანურ თანაგრძნობას თუ ასეთი მსხვერპლის გაღება შეეძლო, ნემსის ყუნწში გასაძრომ აქლემზე უფრო შეუძლებელი ჩანდა. თუმცა, ამაზე მნიშვნელოვანი ახლა ის იყო, რომ რამდენიმე საათში სტარტს აიღებდა ურთულესი ოპერაცია, რომლის ფინიშიც მედიკოსების გამოცდილებასა და მარიამის სხეულის სიძლიერეზე იყო დამოკიდებული.
დედა, ძმა, გარდაცვლილი მამის ფოტო, ბავშვობის მეგობარი ქეთი, ტასო და თუთიყუში ბებე ( ბებემ სულ სამი სიტყვა იცოდა : აიფონი, საჩუქარი, ჯიპი), ასე გამოიყურებოდა ვატერლოოს მოსაგებად განწყობილი რაზმი, რომელთაც მთავარი მედროშე - ლუკა აკლდათ. ლუკა - მარიამის შეყვარებული ( უფრო სწორედ რომ ვთქვათ ლუკას უყვარს მარიამი), წარმატებული ფეხბურთელი, რომელმაც ერთი კვირის წინ დატოვა ქვეყანა და ესპანეთში საფეხბურთო კლუბ მადრიდის რეალში მოსახვედრად სინჯებზე გაემგზავრა. რომ იტყვიან მთელი სული დატოვაო, ასე იყო ლუკას შემთხვევაშიც. მარიამს ლუკას მიმართ შემთხვევითი გრამი გრძნობაც კი არ გააჩნია, თუმცა ეთიკის ნორმების ჩარჩოებში მოქცეულს, ხშირად უწევს ლუკას სატელეფონო საუბრების მოსმენა და რაც მთავარია, რეგლამენტით გაწერილ 35 წუთიან მონოლოგს (რადგანაც სულ ლუკა საუბრობს) ბოლომდე მოთმინებით ისმენს ხოლმე. წარმატებული სპორტული კარიერისგან განსხვავებით, ლუკა ზედმეტად წარუმატებელი, გამოუსწორებელი უნიჭო მეოცნებეა. მშვიდი, კეთილი თვალებით და დაბალთან ერთად თავმდაბალიც. მარიამი მომხიბვლელი, მსუბუქი თხელი თითებით, სუსტი აშოლტილი მხრებით, ცა ჩარჩენილი თვალებით, თეთრი ღიმილით და რადიოში მომუშავე წამყვანი გოგონასათვის მახასიათებელი ხმის ტემბრით, რაც ერთიანობაში მარტივი მიზეზია იმის გასაგებად თუ რატომ არის იქვე მდგომი ტუმბო, ბოტკინისფერი კონვერტებით წელში მოხრილი და დამძიმებული. ასე თაყვანისმცემლებივით ეს წერილებიც მგზავრობით დაღლილები, უცდიან საკუთარ რიგსა და მარიამის თითებთან შეხებას, თუმცა ზოგისთვის ეს მოლოდინი უბრალოდ იმედია, რომელიც ყოველ დღე შენს მოპირდაპირე ქუჩაზე მდგომ ქალს მოჰგავს, შორიდან რომ გიღიმის და ახლოს მიკარების შანს კი ჯიუტად არ გაძლევს. წერილები აიფონის ფირმის სატელეფონო ლოგოებივით გვანან ერთმანეთს. ყოველი მათგანის მთავარი გზავნილი, მოურჩენელი გრძნობის გამოხატვაა ადრესატის მიმართ, რომელიც თავად ავტორებს გაუცნობიერებლად დაემართათ. მესამე წერილზე გადასვლის მცდელობა, მოხუცებულის იერის მქონე კარის შემოღებამ წარუმატებლად აქცია.
- მარიამ, სილამაზე რომ კანონით დასჯადი ქმედება იყოს, მე კი მოსამართლე, უვადო თავისუფლების აღკვეთას მოგისჯიდი, მაგრამ რადგანაც ჩემი თეთრი ხალათი მოსამართლის მუნდირისგან განსხვავდება და არც სკალპელი გავს მაინც და მაინც მოსამართლის უგულო ჩაქუჩს, ამიტომ სარჩელის ნაცვლად ბლანკს დაგიტოვებთ, რომელიც ბოლო ფორმალური პროცედურაა ოპერაციის დაწყებამდე. ქალბატონო ლილე, თქვენი ხელმოწერა იქნება საჭირო და ჩვენ მთელი შემადგენლობით მზად ვართ, სამყაროს სილამაზე შევუნარჩუნოთ. დროებით და მალე დავბრუნდები
ასეთი უცნაური, რთული თანწყობილი წინადადებით გამოირჩეოდა ბატონი ნოე, რომელიც ასე ქრისტეს ასაკის თუ იქნებოდა და მარჯვენა ჯიბიდან ყოველთვის მოუჩანდა განწყობის ელექსირი - მათარა, რომელიც მისი ყველაზე ერთგული მეგობარი გახლდათ. დედამიწის ღერძივით ოდნავ მარჯვენა მხარეს გადახრილი, რაც სპორტული კარიერის დროს მიღებული ტრამვით იყო განპირობებული, უფრო მიმზიდველს ხდიდა მას. საინტერესო იყო ელექსირის ზემოქმედების ქვეშ მონანავე ნოე, გრძელი თმებით, ვიწრო ტუჩებით და გამოფიტული თვალებით. მართლაც დიდი ხანი არ დააყოვნა დაპირებულმა დაბრუნებამ და ჩვენი ნოეც კიდობნის მაგივრად იგივე ფუნქციის მქონე ექიმების გუნდთან ერთად დაბრუნდა. საათზე დაიხედა , მარიამს შეხედა და ალბათ მორიგი რთულად აღსაქმელი სიტყვების ნაკადი უნდა გამოეთავისუფლებინა ძაბრივით ვიწრო ხორხს, როდესაც ქალბატონი ლილეს უეცარმა და თითქმის შემაშინებელმა სწრაფმა მოძრაობამ, ნოეს ფერმიხდილი და გაყინული თითები მსუბუქად დაუსველა და დაუმძიმა კიდეც ....
- ხომ ყველაფერი კარგად იქნება ნოე შვილო, ხომ ყველაფე....
და ქალბატონი ლილე იქვე ნოეს წინ მუხლებში ჩაიკეცა. თუმცა საიმედო ხელში, მალევე მოიყვანეს გონს. წინ უფრო რთული წინაპირობა იყო, გულწასული ქალბატონი ლილეს ნაცვლად ნოეს და მის კიდობანს, მარიამის ახალი გულით ჩანაცვლება უნდა განეხორციელებინათ.
- გამარჯობა მარიამ, თავს როგორ გრძნობ?
- სად ვარ, ჩემი სხეული სად არის, საერთოდ ვინ ხართ?
- ღმერთი მარიამ
- ღადაობ? არ არსებობს ....
- არა მარაიმ, მე არ გეხუმრები ღმერთი ვარ
- კი მაგრამ, წვერი რომ არ გაქვს და თან არც ძაძები გაცვია, არც ხელებზე გეტყობა ნალურსმევი? ან ეს ხელში რა გიკავია საერთოდ?
- შენი ცხოვრების ზურგჩანთაა მარიამ, ყველაფერი რაც შენ გეკუთვნოდა ამ ჩანთაშია მოთავსებული, ჩემთან უნდა წამოხვიდე
- კი მაგრამ ღმერთოოოო, მე ხომ გთხოვე რომ დიდხანს მეცოცხლა, ნუთუ არ მოაღწია შენამდე ჩემმა თხოვნამ?
- ვწუხვარ მარიამ, მაგრამ შენ ალბათ მამაო ჩვენოს ტექსტს არასწორად კითხულობდი, ან არაბულად წარმოთქვამდი ჩემს სავედრებელს, ან შეიძლება შენი საათი არასწორად იყო მომართული და 9-ზე ვერ ახერხებდი ლოცვას. ახლა დროა ჩემთან წამოხვიდე და ამიტომ მომაქვს თან მთელი შენი საკუთრება
- ჩემი ტანისამოსი, ფული და ნივთები მოგაქვს ღმერთო ?
- ცდები მარიამ, ის შენ არასოდეს გეკუთვნოდა ის უბრალოდ ცხოვრების ნაწილი იყო
- ჩემი მოგონებები უფალო ?
- არა მარიამ, მოგონებებიც დროის საკუთრებას წარმოადგენს, ასე რომ ამ ჩანთაში არც მათი ადგილია
- ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები უფალო ???
- შენი მეგობრები და ოჯახის წევრებიც მარიამ შენი დროებითი თანამგზავრები იყვნენ
- ჩემი მეუღლე და ჩემი შვილები?
- არა მარიამ, შვილო ჩემო, ისინი შენი გულის ნაწილები იყვნენ, ასე რომ არც მათი ადგილია ამ ჩანთაში
- ნუთუ ჩემი სხეული მოათავსე უფალო ამ პატარა ზურგ ჩანთაში
- არა მარიამ, შენი სხეული მიწის კუთვნილება იყო ოდითგანვე
- ჩემი სული უფალოოო???
- არა შენი სული თავიდანევე მე მეკუთვნოდა.
მარიამს მოთმინების ფიალა მორწმუნე ადამიანის იმედივით აევსო და უფალს ხელიდან ჩანთა გამოსტაცა, სხეულივით მოთმინება დაკარგულმა ჩანთა მთელი სისწრაფით გახსნა და ცასავით ფართო თვალებით ჩააშტერდა. მთელი მისი განზომილება, სივრცე და ცნობიერება გაუცნობიერებელმა ტკივილმა შთანთქა, ზურგჩანთა თითქმის ცარიელი იყო ... ერთი შუა გზაში ჭამა მიტოვებული ვაშლიანი მართკუთხედის ფორმის შავი კარკასი, ბენსიმონის ფირმის კედები და ავტომობილის გასაღები, ასე გამოიყურებოდა მარიამის ცხოვრებისეული მონაგარი. თუმცა ციური კანონმდებლობის თანახმად, საზვერეების დეტექტორებს ვერცერთი ზემოხსენებული ნივთი ვერ გაივლიდა.
- ღმერთო, ნუთუ ესაა მთელი ჩემი ნივთები? არ არსებობს, წარმოუდგენელიააა...
მარიამი წვერივით ჯიუტად მხოლოდ შემდეგ ფრაზას იმეორებდა :
- ბოლო შანსი მომეცი ღმერთო, ბოლ...
- ხელები შეუკარით, ფეხებიც... კისრის ფიქსატორი მოიტანეთ, რომ მოძარობა ვერ შეძლოს, დამამაშვიდებლის დოზა გაზარდეთ...
ბატონი ნოეს კედლებივით ცივი ხმა, შიშისა და გაქცევის სურვილის ერთგვარ სინთზეს წააგავდა. კარი მაგრად მოიჯახუნა და ინერციით თუ ვიმსჯელებთ უკვე საავადმყოფოს ეზოში უნდა ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე წამშივე შემობრუნდა და განძის მაძიებელივით იატაკზე რაღაცის ძიება დაიწყო. თითქოს და თვალები ბისერებივით დაანაწევრა და მთელს იატაკზე მიმოფანტა. შედეგმაც არ დააყოვნა და ბავშვმა რომ იცის ხოლმე უმოტივოდ თვალების ზაფხულის დღეებივით გადიდება, ზუსტად ისე დაემართა ნოესაც. ჯიბეში გამომწყვდეულ ბედნიერებას მიაგნო იქვე ხელოვნური სუნთქვის აპარატის გვერდით, მაგრამ უფრო ბუნებრივი იყო მათარისა და აპარატის ერთმანეთან სიახლოვე, ორივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ალბათ ვერ იკადრა არქიმედეს პლაგიატობა და „ევრიკას“ მაგივრად, ჯარისკაცის მამის იმიტაცია მოახდინა. შენელებული კადრივით მიუახლოვდა, მსუბუქად შეეხო და მერე საკუთარ ადგილსამყოფელს დაუბრუნა, გაიღიმა და ახლა უფრო მსუბუქად მოიხრუა კარები.
პალატა N 23 კი, უცდიდა განაჩენს, ღმერთის ხელებიანი ნოეს მოლოდინში.
- ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა ქალბატონ ლილე, ოღონდ მადლობის ადრესატი ამ შემთხვევაშ უფრო ღმერთია...
- მადლობაა ნოე შვილო, ოქროს ხელები გაქვს, მადლობა ნოეეე .
- არა, ქალბატონო ლილე, არც ოქრო და არც ხელები არაფერ შუაშია, მე უფრო ადამიანის გულს და ღმერთს დავაბრალებდი ამ წარმატებას. ახლა დაგტოვებთ,მარიამი კიდევ 3 დღე დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და შემდეგ პალატაში გადმოვიყვანთ. ჰო მართლა, პალატაზე გამახსენდა, დღემდე არ დავკვირებივარ თქვენი პალატის ნომერს, საინტერესოა - პალატა N23, ადამიანიც ხომ ბიოლოგიურად წყვილი 23 ქრომოსომისგან შედგება, საინტერესოა ...
წინადადების დასრულებისთანავე ინსტიქტურად იატაკს დახედა, თითქოს ამ საინტერესო უცნაურობის პასუხი ძირს უნდა ყოფილიყო დავარდნილი და იქ ცდილობდა მის ამოკითხვას, მერე უეცრად სკოლაში, ფიზკულტურის გაკვეთილზე ნასწავლი ზურგისაკენით კარებისკენ გაემართა, მშვიდად გამოაღო კარები და უფრო მშვიდად გავიდა ოთახიდან ნოე და ნოესთან ერთად დრო, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მარიამის რეაბილიტაციისთვის. მარიამიც ახალი გულით ეგუებოდა შემოდგომის გადახალისებულ ამინდებს. პალატა N23 გავდა რაღაცით მეტროს სადგურს სადაც ადამიანები შედიან და გამოდიან, იქ კი არავინ არ ჩერდება სამუდამოდ.მარიმს მეგობრებთან ერთად ტუმბოზე დაგროვილი წერილები უმარტივებდა სახლში გაწრამდე დარჩენილ დღეებს. 31 სექტმბერი იდგა ასე ჯიუტი კაცივით მხრებ აბუზული და დანაოჭებული ამინდებით, თითქოს ღრუბლებს იფარებდა მთელ სახეზე, წვიმდა და ასფალტებს გვალვისგან დაშაშრული სხეული წვიმებით ქონდათ ამოვსებული. ცივი, ნაცრისფერი და შინაბერა ქალივით უჟმური ამინდი იყო, თუმცა უცნობ ავტორს რომ უთქვამს : „როცა სამყარო შავ ფერებში გეჩვენება არ დაგავიწყდეს, რომ შავიც ფერია.“ ასე იყო თითქმის, იმ დღესაც ასე 3 გოგონას ქოლგეითის რეკლამისთვის გამზადებული ღიმილი აფერადებდა, რომლებიც საავადმყოფოს პირველ სართულზე იმყოფებოდნენ. ჩქარი ნაბიჯები ამბულატორიული დაწესებულების მთელ კორიდოში გარკვევით ისმოდა. მარიამის ყურადღებაც მიიპყრო ამ ხმაურმა და თითქოსდა პირველად ახალი გულით განიცადა აჩქარება, მაგრამ ეს მაინც არ გავდა იმ შეხმატკბილებულ სინქრონს მაჯებსა და გულს შორის, ორიგინალი გულის დროს რომ იცოდა ხოლმე და თითქოს მობილური ტელეფონის ჩინური დამტენივით, კი იტენებოდა, თუმცა არა ისე, როგორც ორიგინალმა დამტენებმა იციან ხოლმე..
- აი ჩვენც მოვედით ... მარრრრ, მარრრრრ, როგორ ხარ, რომ იცოდე როგორ მოგვენატრე ყველას
- გოგოებოოო, როგორ მიხარია თქვენი ნახვაა. ქეთუ, ტასოო, აუუ არ არსებობსსს..
- აბააა, როგორია ახალი გულიდან დაწყებული სამყარო ? ამბობენ ორგანოების გადანერგვის შემდეგ პაციენტს დონორის მეხსიერებიდან გადმოყვება ხოლმე კადრებიო .. რამე ხომ არ გინახავს მარრ?
- აუ ისეე, სიმართლე გითხრა ბოლო ორი დღეა სიზმარში საკუთარ თავს ვხედავ ქუჩის მოპირდაპირედ ავტობუსის გაჩერებაზე ვდგავარ და უცნაური განცდა მაქვს ხოლმე, თითქოს ჩემი თავი მომწონდეს და მიყვარდეს ... მაგრამ მე მაინც არ მჯერა ამ ექიმების და მეცნიერების, ბევრი დრო აქვთ ფიქრსისთვის და ასე ქმნიან იმ თეორიებს თუ რაღაცებს და თანაც ჩვენთვის გაუგებარი ტერმინებით წერენ ხოლმე შეგნებულად, რომ უფრო გაგვიჭირდეს მათი გაგება და ვიფიქროთ, რომ ისინი უფრო ჭკვიანები არიან.
- როდის გაგწერენ მარრრ, ნატკას დაბადების დღეა 23 ში და თუ მოახერხებ წავიდეთ გოგოები, თან მაგის შეყვარებულის ძმკაცაებიც იქნებიან და იქნებ ვინმე საინტერესო ტიპი გავჩითოთ.
- ნოემ , აი ოპერაცია ვინც გამიკეთა მაგან თქვა რომ ერთ კვირაში გამიშვებენ და ალბათ მალევე მოვიხოდები და წავიდეთ ..
- ჰო მართლა ჩვენი მეზობელი რომ იყო გიო, ეგ შემხვდა და მოკითხვა დამაბარა შენთან
- გიო რომელი, შრამას ძმაკაცი ?
- ხო გოგო შრამას ძმაკაცი . გახსოვს ბავშვობიდანვე როგორ აწამებდი მაგას, თან ეგ სახელიც ხომ შენ შეარქვი. რამდენი ხანია არ მინახავს.
- დამალობანას რომ ვთამაშობდით სულ მე მომყვებოდა ხოლმე, აუ შენ უნდა გენახა რას სუნი სდიოდა, თან მაგის მამა ხო ლოთი იყო და უდედოდ რომ გაიზარდა არავინ უვლიდა, სულ დაკუჭული მაიკა ეცვა და თმები აზუნტლული ქონდა.
- კარგი რააა მარრ, დედა რათ გინდა დახეულებით და სუნიანი ტასაცმლით რომ არ უნდა გახვიდე მაგას რათ უნდა ბევრი ლაპარაკი ღადაობ. თან ის შრამი საერთოდ სურვილის მიკარგავდა მაგასთან თამაშის, შენ მგონი მოწონდი და იმიტომ დაგყვებოდა ყოველთვის.
- ჰოო , მაგის გამო იყო ლუკამ რომ ცემა მაგრად, ბურთს რომ თამშობდნენ ჯიბიდან ქაღალდი გადმოვარდნია და ლუკამ რომ მიაწოდა დაუნახავს დიდი ასოებით ჩემი სახელი ეწერა. თან ეგ ხო მუნჯი იყო და ლუკამ კიდე მაშინ ეგ არ იცოდა, გაბრაზებულა ხელების ქნევით რატომ მელაპარაკება, ვის დაცინისო და მაგაზე უჩხუბიათ.
-კაი ხო დაიკიდე ეგ, სხვა ?
- არაფერი, დღეს შეიძლება ჩვენი კლასელები ამოვიდნენ, ლეომ მომწერა ამოგივლითო.
მსგავსი სტანდარტული დიალოგების შემდეგ, პალატა N23 დატოვეს მორიგმა მნახველებმა,მარიამი კი ტუმბოსთან დაგროვილ წერილებს ზედაპირულად ათვალიერებდა, სანამ განსხვავებული ფერის, ფორმისა და ამასთან ერთად უსახელო კონვერტს არ მაიდგა.
- გამარჯობა მარიამ, ან უბრალოდ მარრრ. ალბათ პირველ რიგში ის გაინტერესებს რატომაა ეს კონვერტი მწვანე ფერის, უსახელო და ამდენი წერტილი რა საჭირო იყო. სიმართლე გითხრა არ ვაპირებ ვინაობის გამხელას, არც ტრაფარეტული ტექსტებით შენი რიგითი თაყვანისმცემლის ამპლუიდან საუბარს. მაინტერესებს შენი თვალებიდან ჩემს ხელნაწერს თუ ვიცნობ და როგორია რეალურად იმის განცდა, როცა საყვარელი ადამიანის მაჯებიდან იკვებები, მისი სისხლით გაქვს გამოტენილი პარკუჭები და მისი სხეულიდან იწყებ ყოველ დილას. ახლა ალბათ ტუჩები მოკუმული გაქვს, ცალი წარბი აწეული და ცოტა გაბრაზებულიც ხარ. ბავშვობაშიც ხო ასე გემართებოდა, როცა რაღას ბოლომდე ვერ ხვდებოდი. როგორც იქნა შენი სურვილის გარეშე მე უკვე შენ ვარ ან შენ უკვე ჩვენ ვართ, თუმცა სიტყვებს აღარ მგონია უკვე არსებითი მნიშვნელობა ქონდეს, სტატუსი შენ შეურჩიე ჩვენს ახალ ურთიერთობას. ისიც საინტერესოა რას უნდა გრძნობდეს ადამიანი როდესაც მის გარკვეულ ნაწილს თავისივე დანარჩენი სხეული უყვარს? რა საინტერესოა არა ჩემი გულით, რომელსაც შენ უყვარხარ შენ სხვა უნდა შეიყვარო? სასაცილოა ჩემი ხელწერა, ამას შენს თვალებზე, არა უფრო ჩვენს თვალებზე ვხვდები, დღეიდან გახსოვდეს რომ შენ უკვე ჩვენ ვართ, ასე რომ ფანჯრის რაფასთან ხშირად დადექი, თვალები მაგრად დახუჭე, ფილტვები ნეკნებამდე გამობერე სანამ არ გეტკინება, ყურებში თითები ჩაილაგე და უბრალოდ შენში მცხოვრებ სხვა ადამიანს მოუსმინე ანუ მე. მართალია ვერ შევძელი შენთვის ის სამ სიტყვიანი წინადადება მეთქვა, რომლითაც ღმერთანნ ყველაზე ახლოს მიდიან ხოლმე ადამიანები, მაგრამ ალბათ მე მაინც ყველაზე განსხვავებულად გეტყვი ამ ყველაფერს სიტყვების გარეშე. ხანდახან კარდიოლოგთან ჩაეწერე ვიზიტზე, კარდიოგრამა გადაიღე, პერიოდულად შეაგროვე ქაღალდზე დაკლაკნილი ჩემი თავი და დააკვირდი შტრიხებს, მათ განლაგებას, იქ სადაც მოკლე სწორი ხაზები ნახო ესეიგი მძინავს. ჩაინიშნე ეს მონაკვეთები და ამ დროს შეძლებ „ჩვენიდან“ გახვიდე და მარტო დარჩე შენს უგულო სხეულთან. კარგი მარიამ, მგონი საკმარისია, ვიცი რომ წერილის დასრულებისთანავე სავარაუდო ვარიანტების განხილვას დაიწყებ, მაგრამ წინასწარ გაგაფრთხილებ რომ არ დაიღალო, მაინც ვერ გამოიცნობ და ნურც ინერვიულებ, იმიტომ რომ უკვე საერთო გული გვაქვს და უკვე „ჩვენ“ ვართ. მართალია პოეზია არ მიყვარდა ( უკვე წარსულ დროში ვსაუბრობ რა სასაცილოა არა ამის მოსმენა, ჰო მართლა ალბათ უკვე თქვეს კიდეც ჩემი სადღეგრძელო, განსხვავებული ჭიქით, მაგრამ მე არაფერი არ მომსვლია და შეგიძლია თუ შემდგომში ვინმეს ჩემი დღეგრძელობის სურვილი ექნება მისავლიანობის იმედით, თხოვე რომ ტყუილად არ დაიხარჯოს, აჯობებს საქართველოს ჰიმნი ჩართოს, რომ ასე იძულებული გახდე მე შემეხო) მაგრამ ერთხელ ბოლო 2 ლარიანით მარჯანიშვილის მეტროსთან წიგნებს რომ ყიდიან, იქ ერთ მოხუცებული ქალბატონისგან შოთა ნიშნიანიძის წიგნი ვიყიდე, ისე მიქო დამაინტერესა ძალიან თან შიოდა. ყველა რომ ამბობს გალაკტიონიო, მე სიმართლე გითხრა მისი ლექსები არ ვიცი მაგრამ ეს საოცარი პოეტია. არ დამავიწყდება ის ორი სტრიქონი რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა და ჩემში ბრუნოს დედამიწასავით მოხდა ყველაფერი, ჯერ დატრიალდა და მერე დამთავრდა. „ძნელია ქმნიდე ობობასავით, გზებს საკუთარი სხეულისაგამ“ ასე ეწერა იმ ყდა ძლივს შემორჩენილ წიგნში და დამაფიქრა ობობამ, არადა რამდენი ობობა მომიკლავს ისე რომ ამაზე არც მიფიქრია. ვფიქრობ რომ ადამიანებსაც შეგვიძლია საკუთარი სხეულისგან გზების შექმნა, თან ისე რომ ეს გზა შენთან ერთად დამთავრდეს და თან დაიწყოს. პარადოქსია ხო? ეს სიტყვა მეც არ ვიცი ბოლომდე რას ნიშნავს, შინაარსობრივად ამიხსნეს რომ ურთიერთგამომრიცხავ მნიშვნელობას ატარებს. ასე რომ მგონი შეცდა ნიშნიანიძე, ალბათ „ჩვენ“ რომ ვენახეთ ამას აღარ დაწერდა. ჩემი სხეულიდან შექმნილი გზა შენ ხარ, რომლითაც დავმთავრდი და ახლდაინ დავიწყე .. მერე ალბათ ერთად მორჩება ჩვენი გზები და იქით აღარ ვიცი რა იქნება ...
წარმატებები „ჩვენ“.
სიყვარულს სიტყვები არ ჭირდება.
მერქან ამძვრალი ხიდან რომ მოჩანს გამხმარი ნაწილი, უცბად ასე ჩამოახმა მარიამს სახეზე მთელი ნაკვთები, ჰაერი შეუხორცდა ფილტვებში, ნერწყვები ლოლოებივით ჩამოეკიდა სასაზე და თითქოს ამქვეყნიური გაგრძელება არ უნდა მოყოლოდა ამ კადრს, რომ უცბად მაგნიტოფონის გაფუჭებული კასეტის მსგავსად გაუგებარი ბგერები ამოახველა, ხორხიდან ჰაერი იმ სიმძლავრით ამოისროლა, რომ წერილი ხელიდან გაუარდა და კარებთან ახლოს დაეცა. ერთბაშად ფიქრების მთელი კოლონა მოაწყდა საფეთქელზე, ტვინის ყველაზე ღრმა შრეებში მორცხვი ბავშვებივით კუთხეებში მდგარი ყველა ემოცია თაველბთან აუფრიალდა, მსუბუქი თხელი ტანი ფეხბურთის სტადიონზე მაყურებლის ტალღებივით აუთამაშდა. კარების უკან რიგში მდგომი მთელი ჰაერი ქალბატონ ლილეს კარის შემოღებასთან ერთად ოთახში შემოვარდა და მარიამ გაუფერულებულ ლოყებზე შეასკდა, თითქოს იმ მიზნით რომ ლილეს არ შეშინებოდა შვილის ასეთი დანახვა. მაგრამ დედის თვალებს რას გამოაპარებ და თან ეს მაშინ, როდესაც დედობრივი ინსტიქტები სიმძაფრის პიკს აღწევენ.
- მარიამ, დედა, ეს რა ფერი გადევს, მარიამ ხომ კარგად ხარ დეე? ექიმს ხომ არ დავუძახო?
- არა, არ არის საჭირო კარგად ვარ, უბრალოდ მგონი ცოტა გადავიღალე, გუშინ კარგად არ მეძინა და თან ამინდებიც უცნაურ განწყობას მიქმნის. არაფერია გამივლის.
- კარგი დედა შემოგევლოს, გუშინ გიორგი და ნიკა ვნახე ჩვენი მეზობლები, მოკითხვა დამაბარეს შენთან. გიორგის ძმა დათო უკრაინაში წასულა მოხალისედ,ყირიმის ომში თურმე ქართველი ბიჭები მოხალისეებად ეწერებიან და თავისი ნებით მიდიან, დედამისი ძალიან ნერვიულობდა. შენი რამდენიმე კლასელიც წასულა თურმე, სახლში მშობლები მოუტყუებიათ ორ დღიან ექსკურსიებზე მივდივართო და ტელევიზიით უნახავს დათო დედამისს. გადარეულია ქალი, არ იცის რა ქნას.
- ჰო წარმომიდგენია რა დღეში იქნება ეგ ქალი, თან ისედაც ხომ ემოციურია, თვალებიც საკმაოდ ფართოდად აქვს ფანჯრებივით გამოღებული და ყველა ინფორმაციას მტვერსასრუტივით იგროვებს, მაგრამ მტვერსასრუტისგან განსხვავებით მალე-მალე იცარიელებს ტომარას და არაფერს იტოვებს ხოლმე საიდუმლოდ. არ მიყვარს ეგ ქალი, რაღაცნაირი სტერვაა თან.
- კარგი მარიამ დედაა, არ შეიძლება ეგრე საუბარი. რას იზამ, ხომ იცი ქართული სამეზობლო ასეთია, მეც ხომ მაინტერესებს ხოლმე ეზოს ამბები, ამის გამო ხომ არ უნდა სტერვა ხომ არ უნდა დამიძახონ.
- კარგი ხოო გაატარე, მისმინე ინტერნეტის შემოყვანა დაასრულეთ? სახლში რომ გამწერენ რა უნდა ვაკეთო მთელი დღეები, ტელევიზიას მაინც გადავაყოლებ გულს.
- კარგი წიგნები ვიყიდე მარ დეე შენთვის და იმედია მოგეწონება
- არ მიდნა ეგ წიგნები, ვინც იკითხეს იმათ რა ხეირი, ან სხვის დაწერილს არ ჯობია მე დავწერო და სხვამ იკითხოს. უსაქმურობის გამო ზედმეტი დრო აქვთ მაგათ და წერენ, თან გვატყუებენ, ათასგვარ შემთხვევებს იგონებე

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1063 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: guram lacabidze, mecamete tvis poetebi, bacho zaqaidze, amiran janjgava, amiran janjghava, ამირან ჯანჯღავა, მეცამეტე თვის პოეტები, palata 23, პალატა N23 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...