გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 21 » სალომე ბაგრატიონის მიმართვა გიორგი ვოლსკისადმი. მეც ვეთანხმები და მივიჩნევ რეალობად. / salome bagrationis mimartva giorgi volskisadmi. mec v
11:20 AM
სალომე ბაგრატიონის მიმართვა გიორგი ვოლსკისადმი. მეც ვეთანხმები და მივიჩნევ რეალობად. / salome bagrationis mimartva giorgi volskisadmi. mec v






ბატონო გიორგი ვოლსკი, მე, სალომე ბაგრატიონი, არასოდეს ვყოფილვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაშინაც კი, როცა თავად თქვენ ბრძანდებოდით ნაციონალი და სააკაშვილის ხელისუფლებაში თბილ ადგილზე მუშაობდით. უფრო მეტიც, ნაციონალების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაშიც უდიდესი როლი მიმიძღვნის, ვინაიდან 2011-2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის „გამპრავებელიც“ გახლდით, რის გარეშე ციხეში აღმოჩნდებოდა და ვერ ააგორებდა საპროტესტო ტალღას. მაგრამ ამავდროულად ზუსტად ვიცი, რომ არსებული საარჩევნო კოდექსი ანტიკონსტიტუციურია. ეს ასეა, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით თავად მოსახლეობა ქმნის ხელისუფლებას, შესაბამისად საარჩევნო კოდექსი, რომელიც ამომრჩეველთა უმცირესობის 20-25%ით ქმნის პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობას, - ანტიკონსტიტუციური კანონია, ეს ასეა მოგწონთ თუ არა. ეს ასე იმიტომაც არის, რომ ამ საარჩევნო კანონის კონსტიტუციურობას თქვენ ვერასოდეს ვერ დაამტკიცებთ. სხვათაშორის ისიც ძალიან მაინტერესებს, თუ რა მოტივით აუფეთქეს მანქანა პარლამენტარი გ. თარგამაძეს უკვე, თქვენი ხელისუფლების პირონებეში, როდესაც ეროსი კიწმარიშვილიც მოკლეს. ბატონო გია, ქართველმა ერმა სააკაშვილის ხელისუფლება იმიტომ კი არ შეცვალა, რომ მის ნაცვლათ ახლა თქვენ ტანჯავდეთ და ძარცავდეთ მას უკანონობაში.
ამის გარდა, ამავე „მომბეში“ უკვე ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემაც განაცხადა, რომ საქართველოში არ არსებობს სამართალი, რომ კანონი არ კანონობს, სასამართლოს ფუნციები მოშლილია. ამას თუ იმ ფაქტსაც დაუმატებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურაც მხოლოდ ეკონომიკური და კორუპციული დანაშაულის სისტემური დაფარვით და წარმოებით არის დაკავებული, ქვეყნის კანონმდებლობის სრული (კრიმინალური) იგნორირებით, როგორც ეს ბატონი დავით ჯირკვალიძის საქმეშიც დამტკიცდა, მაშინ ქალბატონი ნინო ბურჯანაძის დასკვნა ნამდვილად კანონიერი და სამართლიანია, რომ საქართველოში არსებული მაფიოზური ავტოკრატიის საწინააღმდეგოდ ბრძილისთვის ქართველი ერის უმრავლესობას მხოლოდ რევოლიუციური გზაღა დარჩენია. გაუმარჯოს თავისუფლებას, სამოქალაქო უფლებებს, პირადი ცხოვრების და საკუთრების დაცულობას, და კანონიერებას! ძირს პოლიტიკური კრიმინალები!



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1019 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: nacionalebi, salome bagrationi, nacionaluri modzraoba, qartuli ocneba, ქართული ოცნება, giorgi volski, ნაციონალური მოძრაობა, გიორგი ვოლსკი, ნაციონალები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...