გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 23 » რეზო გეთიაშვილი - არ დავბრუნდები / rezo getiashvili - ar davbrundebi
1:21 AM
რეზო გეთიაშვილი - არ დავბრუნდები / rezo getiashvili - ar davbrundebi






არ დავბრუნდები, მე არასოდეს არ დავბრუნდები,
მივდივარ, ესეც წაბლისფერი თმების ბრალია,
ვიცი, ერთხელაც ჩემს არყოფნას გაებუტები,
ვიცი ერთხელაც მოგინდები ისე ძალიან..

არ დავბრუნდები, დაე ბოლო იყოს ეს ლექსიც,
გულში შენს სახელს პირველი ტყვია ამოშლის,
შენი სურათი არ მექნება დაღლილ ხელებში,
არც ჯარისკაცის დამძიმებულ ყვითელ სამოსში.

უშენოდ გულზე უდარდელად დავიწყობ მკლავებს,
ცისფერ ყინვაში გამასვენებს ქარი გოდებით,
(ომში ხომ მხოლოდ მეფეებს და პოეტებს კლავენ)
და არც საფლავზე შენს ყვავილებს დაველოდები.

ვინანებ...წავალ. მაინც წავალ, არ დავბრუნდები,
რადგან ყოველი წაბლისფერი თმების ბრალია,
ვიცი ერთხელაც ჩემს არყოფნას გაებუტები,
ვიცი ერთხელაც მოგინდები ისე ძალიან...

რეზო გეთიაშვილი

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1104 | დაამატა: javakhishvilinatia | ტეგები: ლექსები, realuri, ცხოვრებისეული, sigrmiseuli poezia, leqsebi, სიღრმისეული პოეზია, saintereso, საინტერესო, რეალური, ckhovrebiseuli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...