გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 23 » ენმ მარნეულში გამარჯვებას ზეიმობს, თუმცა ხმებს ისევ ითვლიან / enm marneulshi gamarjvebas zeimobs, tumca khmebs isev itvlian
1:38 AM
ენმ მარნეულში გამარჯვებას ზეიმობს, თუმცა ხმებს ისევ ითვლიან / enm marneulshi gamarjvebas zeimobs, tumca khmebs isev itvlian






ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე მათი კანდიდატი, აჰმედ იმამყულიევი ლიდერობს 22 ოქტომბერს გამართულ განმეორებით კენჭისყრაში. მათი ინფორმაციით, იმამყულიევმა 370–მდე ხმა მიიღო, ქართული ოცნების კანდიდატმა – დაახლოებით 300. თუმცა, როგორც საარჩევნო უბანზე მყოფი On.ge–ს ჟურნალისტები იტყობინებიან, ხმის დათვლა არ დასრულებულა და პროცესი ისევ გრძელდება. კერძოდ, დაფიქსირებულია 728 ხელმოწერა, თუმცა, დაითვალეს 729 ხმა. სწორედ ამის გამო, კომისიის წევრები ბიულეტენებს ხელახლა ითვლიან.

ყიზილაჯლოში მყოფმა გიგა ბოკერიამ გამარჯვება უკვე მიულოცა თანაგუნდელებს: "ეს გამარჯვება არის მნიშვნელოვანი არამარტო დღევანდელი დღისთვის და მეორე ტურისთვის, არამედ გრძელვადიანად ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ეს აჩვენებს შემდეგს: მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც იკადრა ხელისუფლება და ჩაიდინა მთლიანად საქართველოში და კერძოდ ამ სოფელში, დაშინება, მუქარა, სპეცნაზის შემოყვანა, პირდაპირ ვაჭრობა იმ ახალგაზრდების ბედით, ვინც არიან დაკავებული, მათ ვერ გაიტანეს თავისი აქ. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ასეთი შემთხვევები იყოს აქ უმრავლესობა, სადაც ივანიშვილის მიერ ყველა ამ სამარცხვინო მეთოდის გამოყენების მიუხედავად, ისინი ვერ მიაღწევენ თავისას. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ, ვიბრძოლებთ მეორე ტურში, როგორი რთულიც არ უნდა იყოს".

მარნეულის გარდა, განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა ზუგდიდის სამ უბანზეც, სადაც ოცნების კანდიდატმა, ედიშერ თოლორაიამ მოუგო ენმ–ს კანდიდატს, სანდრა რულოვსს, თუმცა 50%–ზე მეტი ხმის მიღება ვერ შეძლო, რის გამოც იქ მეორე ტური გაიმართება 30 ოქტომბერს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 882 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: qartuli ocneba, გიგა ბოკერია, არჩევნები 2016, მარნეული, ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ertiani nacionaluri modzraoba, აჰმედ იმამყულიევი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...