5:26 PM
ნიკა ძამიაშვილი - ხელ-ფეხ შებოჭილი ყელში ამოსული ცხოვრება / nika dzamiashvili - khel-fekh shebotschili kelshi amosuli ckhovreba
www.auf.ge -
როდესაც სახლი გაქვს აწეწილი —
არეულად გიყრია წიგნები, კალამი, ფურცლები,
ცარიელი ლუდის ბოთლები და სხვა ნივთები,
ასევე იკვებები შემოსასვლელი კარიდან გამოსული
გემრიელი სუნით —
ძნელია წერო ვარსკვლავებზე,
მწვანე ფოთლებზე
და ლექსები შინაარსით - "ცხოვრება მშვენიერია".
ჰოდა შენც იღებ კალამს და წერ —
ჩამოვარდნილ ვარსკვლავსა და ფოთოლზე,
აუტანელ ყოველდღიურ ერთფეროვნებაზე
და შინაარს აბრალებ —
ერთ ჭიქა წყალს,
რომელსაც იცი, რომ არავინ მოგაწვდის
და ხელ-ფეხ შებოჭილ ყელში ამოსულ ცხოვრებას.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1311 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: cxovreba, ckhovreba, ნიკა ძამიაშვილი, nodar revazishvili, lasha margiani, nika cherqezishvili, irakli beria, ცხოვრება, 27 tebervali, nika dzamiashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]