გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ნოემბერი » 24 » ცხოვრების უფლება! / sicockhlis ufleba!
11:01 PM
ცხოვრების უფლება! / sicockhlis ufleba!






მოგესალმებით ყველას! საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, შაბათს, 26 ნოემბერს ტარდება საპროტესტო აქცია "სიღარიბის წინააღმდეგ" და მას ჰქვია "ცხოვრების უფლება". შეიძლება ყველა ჩვენთაგანმა იცის, რომ უამრავი ადამიანის სოციალური უფლება საქართველოში, რომ იყოს დასაქმებული, გამუდმებით ირღვევა." ყველა ადამიანს აქვს შრომის უფლება და დაუსაქმებლობის შემთხვევაში უმუშევრობისგან დაცვის უფლება!" (მუხლი 23. გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია). ყველა ჩვენთაგანმა იცის, ყველა ჩვენთაგანი საუბრობს, მაგრამ როცა მოქმედებაზე დგება საქმე, ყველანი ვდუმვართ იმის გამო, რომ ვფიქრობთ, მაინც არაფერი შეიცვლება! შეიცვლება და თან ხალხის სასიკეთოდ, თუ კი ხანდახან მაინც დავდგებით ერთად, ვიტყვით ჩვენს სათქმელს ხმამაღლა და ეს ხმა მიაღწევს მათ ყურამდეც, ვისი პირდაპირი მოვალეობაცაა ჩვენს უფლებებზე ზრუნვა! ყველა სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს საკუთარ მოსახლეობაზე, ხოლო ჩვენ არ ვართ ვალდებული გულგრილად ვუყუროთ იმას, როგორ ირღვევა დაუსაქმებელ ადამიანთა უფლებები საქართველოში ყოველდღიურად! (სხვა საქმეა დასაქმებულთა უფლებები, რომლებიც ასევე ხშირად ირღვევა). გამომდინარე აქედან, ჩვენ ვთვლით, რომ აღარ გვაქვს დუმილის მორალური უფლება! ჩუმად ყოფნა ამ დროს, თანამონაწილეობა გამოდის იმ ბოროტებისა, რაც დიდი ხანია ხდება საქართველოში და დროა დასრულდეს! უნდა ამოვიღოთ ხმა ამ უსამართლობაზე და მოვითხოვოთ არა მიეცეს კეისარს კეისრისა,(მას ისედაც აქვს), არამედ მიეცეს ხალხს, ხალხისა! სიღარიბე არ არის სირცხვილი, ის ბოროტებაა და უნდა ვებრძოლოთ! ხელოვანი ხალხი, ვალდებული ვართ პირველმა ამოვიღოთ ხმა და ვთქვათ ჩვენი სათქმელი. მე, მწერალი კოტე კირვალიძე, გამოვდივარ ინიციატივით, რომ შევიკრიბოთ ხელოვანი ხალხი, სხვა ადამიანებთან ერთად, შევადგინოთ ჩვენი მანიფესტი, ჩვენი პეტიცია, დავაფიქსიროთ ხელმოწერით ჩვენი თხოვნა თუ მოთხოვნა და მივაწოდოთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად! თუ კი თქვენ, ხართ დასაქმებულები და არც სოციალური დახმარება გჭირდებათ, მაშინ უბრალოდ გამოიჩინეთ სოლიდარულობა და დაგვიდექით გვერდით, რადგან არავინ იცის, ვინ როდის აღმოჩნდება, მათ რიგებში, ვისაც სიღარიბე კლავს და სახელმწიფო არ იცავს! (ღმერთმა ყველა კარგად გამყოფოთ). ჩვენ ვითხოვთ ადამიანური ცხოვრების უფლებას, ვაპროტესტებთ სიღარიბეს, როგორც ბოროტებას და ყველას გთხოვთ, სიმბოლურად დავდგეთ ერთი დღე ერთად. განურჩევლად სქესისა, რასისა, პროფესიისა და სოციალური კუთვნილებისა! საქართველო, იმსახურებს იმას, რომ მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, არ ცხოვრობდეს უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა! ხოდა შაბათს, ერთი დღე, შევიკრიბოთ როგორმე, გადავდოთ გვერდზე ერთმანეთის მიმართ შეხედულებები, ჩვენ ვერასდროს დავეთანმხმებით ერთმანეთს ყველა საკითხში, მაგრამ რაშიც ვთანხმდებით, იმაში მაინც ვიყოთ ერთიანები! ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, დავამტკიცოთ რომ ქართული საზოგადოება მზადაა იზრუნოს საკუთარ ქვეყანაზე და საქმით გამოვხატოთ ეს! პატივისცემით აქციის ორგანიზატორი კოტე კირვალიძე. პ.ს.მე არასდროს ვნიშნავ ჩემს პოსტებზე ხალხს, მაგრამ ამჯერად ვერ ვახერხებ დროის უქონლობის გამო, ყველაზე პირადად მიწერას, ამიტომ თუ შეგაწუხებთ ეს პოსტი, უბრალოდ წაშალეთ.:)) თანმიმდევრობას ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ვინც გამახსენდით ყველას გნიშნავთ. :) შეგნებულად არ ვნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებზეც ვიცი კარგ თანამდებობებზე არიან, უხერხულობა რომ არ შეექმნათ. :)

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 973 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: cxovreba, ckhovreba, ცხოვრების უფლება, ckhovrebis ufleba, sicocxle, sicockhlis ufleba, sicocxlis ufleba, sicockhle, cxovrebis ufleba, სიცოცხლის უფლებ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...