გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » დეკემბერი » 2 » ყვარელში 90 წლის ნაზი ბებო უკვე იცინის და აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება / kvarelshi 90 tslis nazi bebo ukve icinis da aqvs kvelaferi, rac sch
9:55 PM
ყვარელში 90 წლის ნაზი ბებო უკვე იცინის და აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება / kvarelshi 90 tslis nazi bebo ukve icinis da aqvs kvelaferi, rac sch






რამდენიმე დღის წინ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის რეპორტაჟიდან, ყველამ გაიგო 90 წლის ნაზი სეფიაშვილის ისტორია. ის ყვარელის რაიონის სოფელ გავაზში შვილთან ერთად ცხოვრობს და ლოგინადაა ჩავარდნილი.

ნაზი ბებო ყვებოდა იმაზე, რომ უკიდურესად უჭირდა, ხანდახან 3 დღეც კი იყო მშიერი, შვილიშვილის სიკვდილის შემდეგ კი სახელმწიფომ დახმარება მოუხსნა და ახლა პენსიაზეა დამოკიდებული.

მხოლოდ კარგი ამბები არ ვირუსდება. ამ სევდიანმა ამბავმა უამრავი ადამიანის ყურამდე მიაღწია და ინტერნეტის რეაქციამაც არ დააყოვნა.

პარასკევს ნაზი ბებოს ეზოში უამრავი ადამიანი იყო ჩასული, მათ შორის აკა სინჯიკაშვილიც, რომელმაც თავისი დაუღალავი მოხალისეობითა და სხვების ხელშეწყობით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მრავალი ადამიანის ცხოვრება გახადა უკეთესი.

"ყვარელში ნაზი ბებო უკვე იცინის. აქვს ყველაფერი რაც სჭირდებოდა. ვუყიდეთ ქათმები, გოჭები, სარეცხის მანქანა და დავეხმარეთ ოჯახური პრობლემების მოგვარებაში" - წერს აკა ფეისბუკზე.

მისი თქმით, ნაზი ბებოს კომპანია ნიკორამ ერთწლიანი ბარათი აჩუქა, ყოველთვე 100 ლარის გამოყენების პირობით, ხოლო კომპანია ლიტვური საცხობი კვირაში სამჯერ მასთან პურს მიიტანს.

აკა სინჯიკაშილი სხვა კეთილ ადამიანებთან ერთად ნაზი ბებოს მეზობლად მცხოვრებ სხვა მოხუცსაც მოუგვარებს პრობლემებს.

"ყველაფერი კარგად დასრულდა აქაც და რაც მთავარია სიკეთე მარტო გადამდები კი არა, დასწრებაზე გახდა, ხალხი არ ილევა ბებოს ეზოში. ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს" - წერს აკა.

გუშინ ნაზი ბებოს კიდევ ესტუმრნენ და მოქალაქეების მიერ შეგროვილი თანხა მიუტანეს. ლაშა მესხი ამბობს, რომ მოხუცს სოციალური დახმარების აღდგენაში დაეხმარებიან.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 1054 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: დახმარება მოხუცებს, საზოგადოება, ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს, ქველმოქმედება, მოხალისე, ნაზი ბებო, გმირები, ყვარელი, საქართველო, აკა სინჯიკაშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...