გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » დეკემბერი » 7 » ნიკა ჩერქეზიშვილი - შენში სინათლეა / nika cherqezishvili - shenshi sinatlea
3:08 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - შენში სინათლეა / nika cherqezishvili - shenshi sinatlea






შენში სინათლეა ჯერ არგაგონილი,
ჩემკენ ძველებურად მსხვილი წვიმებია...
მიდის ეს ცხოვრება ისევ ჟარგონულად -
ძვლებში ტკივილები იმტვრევინებიან.
ჰოდა,
განგებასთან ახლა კვლავ ვთავხედობ,
რა ვქნა,
ჭრილობები მინდა გამიმთელდეს,
მინდა შენს თვალებში ისევ ჩამახედო,
გულზე რაღა ვთქვა და...
სულშიც გამითენდეს.
მინდა,
შენი სუნთქვა ვთვალო ათასამდე,
ცაზე ვარსკვლავია ალბათ მილიარდი...
მოდი,
მომეკარი,
სანამ დაგვთარსავდეს,
ვინმე ბოროტი და...
ზურგით მივტრიალდეთ
ყველა ამქვეყნიურ დავიდარაბისგან...
ნაღდად სიკვდილია დგომა ამდაგვარი...
სანამ ვინმე ცუდმა ბედთან დაგვაბეზღა,
ჩვენთან მოსასვლელი მოვჭრათ გზა და კვალი.








მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1129 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვალი, nika cherkezishvili, poezia leqsebi, ლექსები, პოეზია, შენში სინათლეა, shenshi sinatlea, nika cherqezishvili, ნიკა ჩერქეზიშვილი, 27 tebervali | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...