3:34 PM ტელეგრაფი ნიუ-იორკელებს ლონდონში გადასვლას სთავაზობს, კალიფორნიელებს - კახეთში / telegrafi niu-iorki - londonshi, kalifornia - kakheti | ||||||||||||
სიაში ერთ-ერთ ადგილს საქართველოს აღმოსავლეთის მხარე კახეთი იკავებს. "ჯორჯია შტატი არაა, საქართველოა, სადაც სიხარულით მიგიღებენ. ეს ახალი კალიფორნიაა, სადაც გემრიელი კერძები აქვთ და მევენახეობას მისდევენ. იცოდით, რომ საქართველოში ღვინოს 8 000 წელია რაც ამზადებენ?" ტელეგრაფი ნიუ-იორკში მცხოვრებლებს ლონდონში გადასვლას ურჩევს; სიეტლის მოქალაქეებს - ვენაში; ლას-ვეგასელებს - მაკაოში; პალო-ალტოელებს - სტოკჰოლმში; ვაშინგტონელებს - ბრიუსელში; სან-ფრანცისკოელებს - სიდნეიში; ბოსტონელებს - დუბლინში; ჩიკაგოელებს - მანჩესტერში; სენტ-ლუისელებს - ბუენოს-აირესში და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ბრექსითის შემდეგ, ბრიტანელებსაც მიეცათ სალაპარაკო. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ კალიფორნიის შტატის მოსახლეობის ნაწილმა აშშ-ს შემადგენლობიდან გასვლის სურვილი გამოთქვა. Calexit ან Califrexit - ასე უწოდებენ კალიფორნიელები დამოუკიდებლობის მოძრაობას. მიმაგრება: სურათი 1
|
|