გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » დეკემბერი » 8 » თამარ კორძაია - ამერიკა კეთილი ბატონია / tamar kordzaia - amerika ketili batonia
12:43 PM
თამარ კორძაია - ამერიკა კეთილი ბატონია / tamar kordzaia - amerika ketili batonia






აი, რას ნიშნავს კეთილი ბატონი და არა ბოროტი დამპყრობელი! მაღალი თანამდებობის პირების საქმეში კი არ ერევა, არამედ ამერიკელებმა თავისთვის, თავმდაბლად შეარჩიეს ყველაზე სუსტი გავლენის მქონე, სულ რაღაც პროცენტნახევრიანი პარტია და იმის ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს უბრძანეს პარტიიდან წასულიყო და სხვა პარტია შეექმნა.

მას შემდეგ, რაც საქართველო სრულიად დამოუკიდებელი გახდა და არავის აღარაფერს აღარ ვეკითხებით ჩვენი სახელმწიფოებრივი საქმეების მოგვარებისას, როგორც ჩანს, უკვე ჩვენზე მზრუნველი და კეთლი ბატონის მოთხოვნილებაც გაგვიჩნდა.

უფროს თაობას ახსოვს, ჩვენი ბოროტი და მჩაგვრელი ბატონი როგორ გვინიშნავდა ცეკას მდივნებს და როგორ ვათანხმებდით ნებისმიერ გადაწყვეტილებას მოსკოვში კრემლთან. ახლა არავისთან არ ვათანხმებთ ვინ იქნება ჩვენი ქვეყნის პირველი თუ მეორე პირი, უბრალოდ ზოგჯერ ამერიკელები „რჩევებს“ გვაძლევენ ხოლმე.

აი, მაგალითად - „ალბათ ამერიკაში გადაწყდა დავით უსუფაშვილის მიერ პარტიის დატოვება“ - გვეუბნება „რესპუბლიკელი“ თამარ კორძაია, ისე, თითქოს, სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყოს ამერიკაში იმის გადაწყვეტა საქართველოს ერთ-ერთი პროცენტნახევრიანი პარტიის ლიდერი ვინ იქნება და ვინ არა.

აი, რას ნიშნავს კეთილი ბატონი და არა ბოროტი დამპყრობელი! მაღალი თანამდებობის პირების საქმეში კი არ ერევა, არამედ ამერიკელებმა თავისთვის, თავმდაბლად შეარჩიეს ყველაზე სუსტი გავლენის მქონე, სულ რაღაც პროცენტნახევრიანი პარტია და იმის ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს უბრძანეს პარტიიდან წასულიყო და სხვა პარტია შეექმნა.

ახლა, ვინმე ინტრიგანი იტყვის - ეგ ხომ უარესია, ანუ, თუკი ამერიკას იმასაც კი ვეკითხებით და ვუთანხმებთ, ერთი სრულიად უმნიშვნელო პარტიის ლიდერი დარჩეს პარტიაში თუ წავიდეს პარტიიდან, ხომ წარმოგიდგენიათ, მაღალ დონეებზე როგორ სერიოზულად ერევიან ამერიკელებიო...

არა, მეგობრებო! ასეთ ინტრიგას და დემაგოგიას ყურადღებას ნუ მიაქცევთ! აკი გითხრაით, ეს, რაც ჩვენ უცნაურობად გვეჩვენება, უბრალოდ ამერიკელების თავმდაბალი ბუნების ბრალია. მათ ერიდებათ მაღალ თანამდებობზე მყოფი ადამიანების საქმეებში ჩარევა და მხოლოდ ასე, პატარ-პატარა პარტიების შესახებ გვაძლევენ ხოლმე რჩევებს...

ნურც თამარ კორძაიას გაუწყრებით ასე ღიად რომ წამოაყრანტალა - საქართველოს შიდა საქმეები, მათ შორის ერთი უმნიშვნელო პარტიის ლიდერობაც კი, ამერიკაში წყდებაო. ის ხომ ე.წ. „ლიბრალი“ და ამერიკის მომხრეა, ამიტომ, წესით ამერიკის ასეთ საქციელებს უნდა მალავდეს არ უნდა აღირებდეს, რომ ეს უცხო ქვეყანა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშად ერევა... მაგრამ პატარა თამრიკოს მეტი ტვინი არ გააჩნია და ჰგონია, რომ როგორც ჩვეულებრივ ამბავზე, ისე უნდა ისაუბროს ჩვენი „კეთილი ბატონის“ მოქმდებებსა და მის უხეშ პირდაპირ ჩარევებზე ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში. კორძაიას ნაირების გადაგვარებულ ტვინებს მიაჩნიათ, რომ „დიადი ამერიკის“ ასეთი ჩარევები საქართველოს შიდა საქმეებში ფრიად დადებითი მოვლენაა და ქართველმა ხალხმა მადლიერებაც უნდა გამოხატოს, რომ „დიადი და კეთილი ბატონი“ ასე პირდაპირ გვისაზღვრავს იმასაც კი, თუ ვინ რომელი პარტიის წევრი უნდა იყოს...

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 830 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: bakur svanidze, amerika, ბაკურ სვანიძე, თამარ კორძაია, davit usufashvili, დავით უსუფაშვილი, POLITIKA, ამერიკა, tamar kordzaia, პოლიტიკა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...