გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » დეკემბერი » 8 » მიხეილ საკაშვილი სხვა საქართველოს დაეძებს / mikheil saakashvili skhvasaqartvelos daedzebs
1:03 PM
მიხეილ საკაშვილი სხვა საქართველოს დაეძებს / mikheil saakashvili skhvasaqartvelos daedzebs






როგორც გაირკვა, ასტრონავტები საქართველოს პლანეტა მარსის სიახლოვეს დაეძებდნენ და ერთი პერიოდი იმასაც იკვლედნენ - არის თუ არა სიცოცხლე საქართველოში, რადგან ბოლო 30 წლის მანძილე მომხდარი მოვლენების ფონზე, ამ ქვეყანაში, წესით, სიცოცხლე საბოლოოდ უნდა განადგურებულიყო, მინიმუმ უახლოესი 2 მილიონი წლის მანძილზე.

ნოდარ დუმბაძეს აქვს ერთ ასეთი იუმორისტული ნოველა - „რატომ მეგონა ქართველები ციდან ჩამოცვენილები“. დაახლოებით ასევე უდგება საკითხს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი აზრით საქართველოს ადგილმდებარეობა მსოფლიოსთვის უცნობი იყო, და რომ არა მიშა, მსოფლიოს გეოგრაფები, მოგზაურები თუ ასტრონავტები დღემდე დაბნეულები იქნებოდნენ და ვერაფრით მიაგნებდნენ რუკაზე საქართველოს.

„მსოფლიოს რუკაზე საქართველო პირველმა მე დავაფიქსირე“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. ამ განცხადების წაკითხვის თანავე, ჩვენ შევეცადეთ გაგკვერკვია სიმართლეს ამბოს თუ არა ჩვენი ექსპრეზიდენტი და ისტორიულ ანალებს ვეცით.

ჩვენი მუდამ მართალი მიშა, ამჯერადაც მართალი აღმოჩნდა. აი, რას გვეუბნებიან ისტორიული წყაროები საქართველოს შესახებ:

სტრაბონის მიხედვით, „საქართველო, ანუ იბერთა ქვეყანა, მდებარეობს ინდოეთის ჩრდილოეთით, ამომავალი მზის ქვეყანასა და ჩინელთა სახელმწიფოს შორის“

ჰეროდოტე გვეუბნება - „გეორგიანთა ქვეყანა სადღაც ნიუ-ჰემშირის საგრაფოს მოსაზღვრედ უნდა მდებარეობდესო“

მოგვიანებით, სპარსელი ისტორიკოსი აბდ ალ რაზაკ სამარყანდელი გვამცნობს - „გურჯთა ქვეყანა ესკიმოსთა ქვეყნის მოსაზღვრედ არის სადღაცო“

მოკლედ, ირკვევა, რომ მიშა სააკაშვილამდე მართლაც არავის სცდონია სად იყო რუკაზე საქართველო. მართალია, მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ იმ უსაქმურმა იაზონმა საიდანღაც ჭუჭყიანი ცხვრის ტყავი მოათრია, რომელსაც, რატომღაც „ოქროს საწმისს“ უწოდებდნენ, ისიც იცოდნენ რომ ამ უაზრო ცხვრის ტყავის მოპოვებას მან ათეულობით მეგობარი მებრძოლის სიცოცხლე შესწირა და სანაცვლოდ ვიღაც მსუბუქი ნებისყოფის ქალი ჩაიყვანა ელედაში, მაგრამ კერძოდ სად იბოდიალა იაზონმა და სად გადაეყარა ამ ცხვრის ტყავსა და მედეას, ეგ კაციშვილს არ სცოდნია თურმე.

მეტიც, როგორც გაირკვა, ასტრონავტები საქართველოს პლანეტა მარსის სიახლოვეს დაეძებდნენ და ერთი პერიოდი იმასაც იკვლედნენ - არის თუ არა სიცოცხლე საქართველოში, რადგან ბოლო 30 წლის მანძილე მომხდარი მოვლენების ფონზე, ამ ქვეყანაში, წესით, სიცოცხლე საბოლოოდ უნდა განადგურებულიყო, მინიმუმ უახლოესი 2 მილიონი წლის მანძილზე.

თუმცა, მსოფლიოს მეცნიერები გაოგნებულები დარჩნენ, როცა გაიგეს, რომ საქართველო თურმე რეალურად არსებობს და მიის პრეზიდენტია მიხეილ სააკაშვილი!

სხვათა შორის, ამბობენ, 2008 წელს რუს სამხედრო პოლოტებს სწორედ იმიტომ გაუჭირდათ საქართველოს დაბომბვა, რომ მას ვერაფრით მიაგნეს, ხოლო რუსულმა საოკუპაციო ჯარმა იმიტომ მიიტაცა მხოლოდ ცხინვალისა და სოხუმის რეგიონები, რომ ვერაფრით იპოვეს სად იყო დანარჩენი საქართველო.

მოკლედ, მიხეილ სააკაშვილმა მართლაც ფასდაუდებელი სამსახური გაუწია კაციობრიობას და რუკაზე ზუსტად დააფიქსირა საქართველო. ახლა იგი ინტენსიურად მუშაობს პრობლემაზე - „სხვა საქართველო სად არის?“

(ინფორმაციის წყარო "სქრინ-შოტზე" შემოხაზულია წითელი ფერით)

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 911 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: mixeil saakashvili, ertiani nacionaluri modzraba, saqartvelo, მიხეილ სააკაშვილი, POLITIKA, საქართველო, მსოფლიო რუკა, პოლიტიკა, mikheil saakashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...