2:20 PM H&M-ის მაღაზიის გახსნის ადგილი ცნობილია / H&M-is maghaziis gakhsnis adgili cnobilia | ||||||||||||
The FINANCIAL-ის ინფორმაციით, თანაინვესტირების ფონდმა, რომელიც გალერია თბილისის პროექტს აფინანსებს, უკვე გააფორმა ხელშეკრულება მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ტანსაცმლის კომპანიასთან, რომელიც ცნობილია არაძვირადღირებული მოდური ტანსაცმლით. ასევე 2017 წელს იხსნება გალერია თბილისიც, პროექტი 80 მილიონი ამერიკული დოლარი ჯდება. გალერია თბილისი რუსთაველის გამზირზე ყოფილი უნივერმაღის შენობის ადგილზე შენდება. ხუთსართულიანი სავაჭრო ცენტრის გახსნის თარიღმა სექტემბერში გადაიწია. H&M ჯერჯერობით პირველია, რომელთანაც თანაინვესტირების ფონდმა შეთანხმების მიღწევა შეძლო. მიმაგრება: სურათი 1
|
|