გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » დეკემბერი » 8 » YouTube-ს შესაძლოა, რუსეთის დატოვება მოუწიოს / youtube-s shesadzloa, rusetis datoveba moutscios
2:46 PM
YouTube-ს შესაძლოა, რუსეთის დატოვება მოუწიოს / youtube-s shesadzloa, rusetis datoveba moutscios






აუდიო-ვიზუალურ სერვისებში უცხოური კომპანიების მონაწილეობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, YouTube, შესაძლოა, იძულებული გახდეს, რუსეთი დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას Lenta.ru კომერსანტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ კანონის ანალოგიურად, ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, 2017 წლიდან, უცხოელ მესაკუთრეებს, პროფესიონალური კონტენტის შემცველ აუდიო-ვიზუალური სერვისის კომპანიებში, 20 პროცენტზე მეტი წილის ქონა შეეზღუდებათ. აღნიშნული კანონპროექტი განსახილველად რუსეთის სახელმწიფო დუმაში 25 ნოემბერს წარადგინეს.

რუსეთის მედიაკომუნიკაციების კავშირის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება YouTube-საც, ვინაიდან აქ თავსდება როგორც პროფესიონალური, ასევე არაპროფესიონალური კონტენტი. კანონპროექტის მიღებამ კი, შესაძლოა რუსეთიდან YouTube-ის წასვლა გამოიწვიოს.

რუსეთში YouTube-ზე ინტერნეტ ტრაფიკის საერთო მოხმარების 30 პროცენტზე მეტი მოდის.

დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ კანონპროექტი კონკურენციას ზღუდავს და მისი მიზანი ბაზრის კონკრეტული მონაწილეებისგან სარგებლის მიღებაა. ეს კი მომხმარებლებს დარქნეტში გადასვლას აიძულებს (Тоr და VPN). ე.წ. დარქნეტი ნიშნავს ინტერნეტის ნაწილს, რომელიც მიუწვდომელია ჩვეულებრივი ბრაუზერებისთვის (Chrome, firefox, Internet explorer, Opera და ა.შ) და არ იძებნება საძიებო სისტემებში. დარქნეტს იყენებენ მაგალითად, ჩინეთში, სადაც დასავლურ სოციალურ ქსელებსა და ვებსაიტების დიდ ნაწილზე წვდომას სახელმწიფო ზღუდავს. დარქნეტის საშუალებით ასევე შესაძლებელია წვდომა ისეთ არალეგალურ პროდუქციაზე, როგორიცაა ბავშვთა პორნოგრაფია და ა.შ.

მიმდინარე წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის კომუნიკაციების სამინისტროს სურდა, უცხოელებისთვის აეკრძალა ტრაფიკის მიმოცვლის წერტილების ფლობა რუსეთში. უწყებაში მიიჩნევდნენ, რომ ინტერნეტ ინფრასტრუქტურის ძირითადი ელემენტები რუსეთის ხელისუფლების, ან რუსი ფიზიკური, ან იურიდიული პირების საკუთრებაში უნდა ყოფილიყო. ამასთან, სამინისტრო წინააღმდეგი არ იყო, რომ დროთა განმავლობაში მესაკუთრეები უცხოელებიც გამხდარიყვნენ, თუმცა მათი წილი 20 პროცენტზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 107 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: iutubi, რუსეთი, Youtube, იუთუბი, ruseti, utube, russian youtube | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით