გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » დეკემბერი » 9 » ნიკა ძამიაშვილი - მე შენ მიყვარხარ / nika dzamiashvili - me shen mikvarkhar
1:38 AM
ნიკა ძამიაშვილი - მე შენ მიყვარხარ / nika dzamiashvili - me shen mikvarkhar






მე შენ მიყვარხარ, აი, ესე, საჯაროდ, ახლა მე სახლში ვარ, მაგრამ სანამ გავაცილე ჩემი მეგობარი, იქამდე სახლში მოსვლისას წამომიდგა შენი სახე და დავიყვირე იგივე წინადადება "მე შენ მიყვარხარ (შენი სახელით) და მე თუ ღმერთმა იცის, რომ შენთვის ცუდი არაფერი აზრადაც არ მომსვლია, რატომ ვართ ესე ცალ-ცალკე, არა რეალურად, თუნდაც ან ზარით, ან სოციალურ ქსელში კონტაქტისას"
მე ვერ ვხვდები ვერაფერს.
მე შენი მადლობელი ვარ, რომ შენ გადამაჩვიე სმას, იშვიათი და ათასში ერთხელ თუ რაიმეს სერიოზული არ იყო რა, ისეთი შემთვევების გარდა, ჰოდა, ახლა ის მომენტი იყო, დიდი ხნის უნახავი მეგობარი ვიხილე და ... მოკლედ ნასვამი ვარ და ათასჯერ ფხიზელზეც იგივე მითქვამს, რომ გელობოდი სულმოთმენლად და ახლაც გელოდები.
რამოდენიმე ლექსი მოგიძღვენი, რომელშიც, როგორც ეს ნაწერი, ისევე გული გადაგიშალე და ყველაზე მარტივი, სალაპარაკო ენით გითხარი, ჩემი სიყვარულის სიღრმისეული ამბები.
არ მინდა ბევრი რამის ბოდიალი, უბრალოდ ის ლექსი რომელიც არ არის შენზე დაწერილი, ამას ვაღიარებ, მაგრამ როგორც არასდროს ისე უხდება ამ სიტუაციას, როდესაც მე უდანაშაულო წრფელი გულით ვარ და არ ვიცი რა ვიმოქმედო, შენ კი უბრალოდ ალბათ არ მოგეწონე, უბრალოდ ზრუნავდი ჩემს კეთილდღეობაზე, გტკიოდა ჩემი ტკივილი, ცრემლი, პრობლემები, გახარებდა ჩემი ბედნიერი წამები, რომელიც ძნელია გასახსენებლად, რადგან სიზმარივით ჩაიქროლეს და დატოვეს რაღაც მცირედი ლაქა, რისი გახსენებაც ძალიან ჭირს, მსგავსი რამ ჩემს მეგობარს ჩერქეზიშვილს უწერია ერთ სერიოზულ მინიმაში. მოკლედ ყველაფრის დიდი ადლოელლი ვარ, მაგრამ, მე არ წარმომედგინა უეცრად ასეთი პასუხი.
მე მინდა შენთან წარმოსახვითაც და რეალურადაც, მე უშენობა, თუნდაც იმ სითბოს როდესაც მონაწერში ვერ ვხედავ, გული მწყდება, მის მაგივრად, როდესაც მხვდება აგრესიული, ან უმიზეზოდ უარის ან ნეგატიური მონაწერები, რისი მიზეზის ჩაწვდომის რაღაც, რისგანაც დაიბადა ეს, არ ვიცი, რა და როგორ ვეძებო, ამაში, ერთი სიტყვაც არაა გადაკეთებული, ჩასწორებული, ან დარედაქტირებული, ყველაფერი ისეთივე ნაღდია, როგორიც ჩემი გამოვლილი გზა — ეს ცხოვრება.
მე შემიძლია არ მოვაკლო ბავშვს არაფერი, მე შემიძლია არ მოვაკლო ბინას არაფერი, მე შემიძლია არ მოგაკლო შენ არაფერი, გავარყი ფულს, რომელიც ამ წუთაას 30 თეთრამდე მაქვს და ხვალე, არადა უკვე დღეს ღამის გასათევებლად რომ მივიდე სამსახურში, ან ჩემს ძმას-მეზობელს, ან ბებიას უნდა გამოვართვა, არამედ მთავარია ის სიყვარი და გაგება, რითაც მივალ მათთან, მაგრამ, ახლა მათზე არ მაქვს საუბარი.
მინდა რომ დაგხდე, გიხილო, ჩაგეხუტო — ჩაგიკრა გულში უსიტყვოდ დიდხანს და როდესაც გაგიშვებ ხელს, მაშინ მოგესალმო და ღმერთმა იცის ჩემი მომავალი, რომელიც მე მაქვს მასთან ნათხოვნი და თუ ეს არ აეწყო, ალბათ მე არ ვარ ღირსი ამის, მაგრამ ძნელია ხელი ესე მარტივად ჩაიქნიო, როდესაც თვითონ გწერდი, რომ, ჯერ ჩემი მამა უფალი იესო ქრისტე, მერე დედაჩემი და შენ ერთ დონეზე და შემდეგ სხვა ყველა დანარჩენი-თქო.
არ მიყვარს ათასჯერ ერთი და იმავეს გამეორება, არც ეზოში ბენზინითა და ნახერხით ცეცხლის დანთება და სხვა ათასი სისულელე.
ჩემთვის ღვთაებრივი ნეტარების განცდა შესაძლოა მხოლოდ ერთი საოცარი ჩახუტებით... არ ვიცი როგორღა გავაგრძელო ეს წინადადება სამწერტილის გარდა.
ვეცადე, რომ ეს რაღაც მცირედი ნაწერი ყოფილიყო რაც შეიძლება მარტივი ენითა და წინადებებით გადმოცემული,
უბრალოდ, არ შემიძლია რომ არ განვმერდე ამ სამ სიტყვაში.
მე შენ მიყვარხარ!..



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 912 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მონატრება, me shen miyvarkhar, me shen miyvarxar, me shen mikvarkhar, nika dzamiashvili, chakhuteba, monatreba, მე შენ მიყვარხარ, ნიკა ძამიაშვილი, chaxuteba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 mangochemia  
0
ძლიერი, მძიმე და ტკივილიანი ნაწერია
ყოჩაღ ავტორს

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...