გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » დეკემბერი » 10 » ერთი დიდი სუპერმარკეტის ერთი ჩვეულებრივი მოლარე ვარ / erti didi supermarketis erti chveulebrivi molare var
8:57 AM
ერთი დიდი სუპერმარკეტის ერთი ჩვეულებრივი მოლარე ვარ / erti didi supermarketis erti chveulebrivi molare var






ერთი დიდი სუპერმარკეტის ერთი ჩვეულებრივი მოლარე ვარ. გოგო, რომელსაც არ აქვს დასვენების დღე, ყოველდღე პრეტენზიული მომხმარებლის გულის მოგებას თბილი ღიმილით ცდილობს და ღამით მათ მიერ გათელილ იატაკს მონდომებით აპრიალებს. ოცნებები მხოლოდ სიზმარში მიხდება ისე, რომ ხანდახან გაღვიძებაც კი აღარ მინდა.
ერთ გოგონას დავუმეგობრდი,ადვილია თუნდაც რთულ და დამღლელ საქმეს შეეჭიდო როცა გვერდით კარგი ადამიანები გყავს. ბევრს ვსაუბრობთ, ხანდახან მორიგი ღამისთენებისას ძილს საინტერესო ამბების მოყოლით ვაფრთხობთ, ის თავის სოფელზე მიყვება ადგილზე სადაც თურმე ცა ყველაზე, ყველაზე ახლოა...
ერთ დღეს სამსახურში არ მოვიდა.. არასდროს აგვიანებდა , შევშინდი და ათობით ზარის შემდეგ მივხვდი რამე უნდა მეღონა. იქნებ რამე დაემართა? რამე უჭირს. -სულ ეს მიტრიალებდა თავში. სოციალური ქსელის დახმარების იმედიღა შემრჩა- სწრაფად შევედი და მისი მეგობრები გადავათვალიერე. გადავწყვიტე ყველა მისი გვარის წარმომადგენლისთვის მიმეწერა და ამბავი გამეგო. დიდხანს ველოდე სანამ ვინმე ყურადღებას მომაქცევდა. ბოლოს იმედი რომ გადამეწურა შეტყობინება მივიღე-საშინელი ამბავი- ჩემი მეგობარი ბუნებრივი აირის გაჟონვამ კინაღამ იმსხვერპლა და საავადმყოფოში გადაუყვანიათ. უცნობმა ისიც მითხრა ,რომ ავადმყოფის ნახვა არ შეიძლებოდა და აუცილებლად შემატყობინებდა მისი მდგომარეობის შესახებ. მოვლენები უკეთესობისკენ მალე შეიცვალა და მეც დავმშვიდდი უცნობს მადლობა გადავუხადე და სამუშაოს ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი. ასე გავიდა რამოდენიმე თვე...
მამა გაბრიელის უხრწნელი სხეული სამებაში იყო დასვენებული. ერთ საღამოს ჩემს მცირეწლოვან ბიძაშვილთან ერთად მოსალოცად წასვლა გადავწყვიტე. მეტროსადგურში ჩავედით მატარებელს საკმაო ხანი ველოდით და აი ისიც.. რელსებზე შემოსრიალდა , გაჩერდა უცებ კარი გაიღო და რაღაც დამემართა. ჩემს წინ ფანჯარას მაღალი ახალგაზრდა მიყრდნობოდა .როგორც კი კარები გაიღო ჩვენ წამიერად შევხედეთ ერთმანეთს თუმცა ვიგრძენი რომ ეს პირველად არ მომხდარა. ბავშვი შევიყვანე დავსვი და გვერდით ჩავიმუხლე. ზუსტად ჩემს გვერდით იდგა, როგორც ჩანს მეგობართან ერთად .სახეს მზერა მიწვავდა , ბიჭი თვალმოუშორებლად მიყურებდა თითქოს მონუსხული და ვცდილობდი არცერთხელ არ მიმეხედა მისკენ. თუმცა მას ისეთი ნაცნობი თვალები აქვს..ვფიქრობდი და ვერაფერი მომესაზრებინა.როგორც იქნა მატარებელი გაჩერდა, ბავშვს ხელი დავავლე და თითქმის გავიქეცი , ჩემსკენ გადმოდგმული ნაბიჯი და დაჟინებული მზერაც მახსოვს...სანამ თვალს არ მივეფარე. სუფთა ჰაერზე გამოვედი , ღრმად ჩავისუნთქე და უცებ სასწრაფო დახმარების მანქანამ ჩამიქროლა.. ღმერთო ჩემო, ეს ხომ ის არის?! წამიერად გამიელვა და ყველაფერი აღვიდგინე.. ეს ხომ ის ბიჭი იყო, ერთადერთი რომელმაც მეგობრის ამბავი შემატყობინა და მის მოძებნაში დამეხმარა. თითქოს გული დამწყდა რომ ისე დაიკარგა მადლობის გადახდაც ვერ მოვასწარი...
დრო ისევ მიდიოდა.. მეგობრებთან ერთად დღესასწაულის აღნიშვნა გადავწყვიტე. მშვენიერი საღამო იყო, თუმცა ალკოჰოლის გადაჭარბებით შეთამამებულ ყმაწვილების ყურადღებას მაინც ვერ ავცდით და სიტუაციას გავერიდეთ, ერთ-ერთი მომიახლოვდა და საუბარი გააბა, ვცდილობდი ზრდილობიანად მომეშორებინა ის კი თავისას არ იშლიდა და აგრძელებდა.. მზერა მოვაშორე შორს გავიხედე და ისევ.. ისევ ნაცნობ თვალებს გადავაწყდი.. შორს სიბნელეში გაიელვა მაღალმა სილუეტმა ისევ წამიერად შევხედეთ ერთმანეთს და თვალს მიეფარა...
მეორე დღეს ჩვეულებრივად აღარ ჩაუვლია, გონებიდან არ მშორდებოდა მომხდარი.. უკვე მერამდენედ, რატომ?? ამ ფიქრებში გავერთე და შეტყობინებამაც არ დააყოვნა. ახლა უკვე ზუსტად ვიცოდი ვინ იქნებოდა..
იმ დღის შემდეგ ზუსტად 2 წელი გავიდა.. ვერასოდეს ვიფიქრებდი ,რომ ამ 2 წელიწადში ჩემი ცხოვრება ამდენად შეიცვლებოდა. დღეს ერთ-ერთ წარმატებული კომპანიის წარმატებული თანამშრომელი ვარ.. უცნობი ,რომელიც ასე მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში დღეს ჩემი უახლოესი ადამიანია, ის სიყვარულია რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი და რომლის ასრულების არასდროს მწამდა. მაშინ როცა დედამიწაზე არაფრის იმედი აღარ მქონდა და საშველს სიზმრებში ვეძებდი ჩემს თვალწინ მოხდა სასწაული..
არასდროს ჩაიქნიოთ ხელი, თქვენ ერთადერთი გახდებით ოდესღაც ვინმესთვის რომელსაც არაფრის დიდებით არ მოიშორებს . სანამ ერთი დიდი სუპერმარკეტის ერთი ჩვეულებრივი მოლარე ვიყავი ვერ ვხვდებოდი რა მინდოდა იქ და რატომ ვხარჯავდი დროს ჩემთვის საძულველ სამსახურზე, რატომ უნდა ამეტანა ეს ყველაფერი?? მაგრამ დღეს ვიცი რომ ცხოვრებაში არცერთი მძიმე ჟამი არ დგება ტყუილად, არაფერია შემთხვევითი. ღმერთმა ჩემი ფეხით იქ დიდი სიყვარულის საპოვნელად მიმიყვანა და იმ დღის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში დაბრუნდა იღბალიც. :)



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 897 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მამა გაბრიელი, samsakhuri, სამსახური, მოლარე, adamianebi, momxmarebeli, მომხმარებელი, MOLARE, mama gabrieli, ადამიანები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...