9:37 AM აღმოჩენილია დინოზავრის კუდი, რომელიც რბილ ქსოვილსა და ბუმბულს შეიცავს / aghmchenilia dinozavris kudi, romelic rbil qsovilsa da bumbuls sheic | ||||||||||||
ჩინელმა პალეონთოლოგმა, ქსინგ ლიდამ, ქარვა, რომელშიც უნიკალური მასალაა გაქვავებული, ბირმელი ვაჭრისგან შეიძინა. როგორც მეცნიერმა CNN-ს განუცხადა, ის თავიდანვე მიხვდა, რომ ქარვაში გაქვავებული ეგზემპლარი ხერხემლიანი ცხოველის დეტალი იყო და არა რომელიმე მცენარის, როგორც ეს ქარვის გამყიდველს ეგონა. აი ასე გამოიყურებოდა დინოზავრი, რომლის კუდი ქარვაში აღმოაჩინეს. როგორც კანადელი მეცნიერი, რაიან მაკკელარი ამბობს, ქარვაში აქამდეც უპოვიათ დინოზავრების ეპოქის ფრინველების ბუმბულის ნაშთები, თუმცა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ფორმით იპოვეს დინოზავრის თითქმის პირველადი ფორმით შემორჩენილი სხეულის ფრაგმენტი. თუმცა, აღმოჩენილი კუდი არ ეკუთვნის ისეთი გიგანტური ზომის, საშიშ დინოზავრებს, როგორიცაა მაგალითად, ტირანოზავრი, ან სხვა. ქარვა, რომელშიც დინოზავრის კუდია გაქვავებული, გამხმარი გარგარის ზომისაა, თავად დინოზავრი კი შეიძლებოდა ყოფილიყო ბეღურას ზომის, რომელიც ხელისგულზე დაეტეოდა. მას დაახლოებით თაგვის მსგავსი კუდი ჰქონდა, ოღონდ თხელი ბუმბულით დაფარული. მიუხედავად იმისა, რომ ქარვაში გაქვავებულ დინოზავრის კუდში იპოვეს რბილი ქსოვილისა და სისხლის ნარჩენებიც კი, ის გენეტიკურ ინფორმაციას არ შეიცავს. მიმაგრება: სურათი 1
|
|