რატომ არის კარგი დიდი ცხვირი / ratom aris kargi didi ckhviri
ადამიანები, რომელთაც დიდი ზომის ცხვირი აქვთ, სხვადასხვა ვირუსული ინფექციისაგან ყველაზე მეტად არიან დაცული. მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ სახის გამოწეული ნაწილი ადამიანს გრიპისა და გაციების ვირუსისგან იცავს. რაც უფრო დიდია ცხვირი, მით დიდია ბუნებრივი ბარიერი, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადამტანი მტვრისა და ბაქტერიების ნაწილაკებს აჩერებს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დიდი ცხვირი ჰაერში არსებულ სხვადასხვა მინარევს 7%-ით ნაკლებად იწოვს. ექსპერიმენტისათვის მეცნიერებმა ორი ხელოვნური ცხვირი შექმნეს. ერთი მეორეზე 2-3-ჯერ დიდი იყო. ორივე ხელოვნურ სახეზე დაამაგრეს.
ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ დიდმა ცხვირმა 5-6-ჯერ ნაკლები მტვრის ნაწილაკი შეიწოვა. იმის გამო, რომ ცხვირი სახის ზედაპირიდან გამოწეულია, პირის საუკეთესო დაცვას წარმოადგენს.
ამიტომ დიდცხვირიანები გულს ნუ გაიტეხენ, ეს ერთი პლიუსი ხომ მაინც აქვთ.