11:12 AM სოლიდარობა ნიკა ჩერქეზიშვილს - "სოლიდარობის ღამე"-ის მეორე დღე - თორნიკე ჭელიძის კომენტარი მეექვსე დღეს | ||||||||||||
რაც შეეხება ჯანმრთელობას ნიკა ჩერქეზიშვილი და ლაშა მარგიანი ისევ შიმშილობენ. ნოდარ რევაზიშვილს ფილტვების ანთება აქვს. მე ფეხი გამიჩერდა დღეს დილით და ალბათ ნერვის ანთება მაქვს სიცხესთან ერთად. ამას არ ვწერ უმიზნო პათეტიკისთვისა და შეცოდებებისთვის. რა თქმა უნდა როცა ამ აქციებს ვგეგმავდით, ჩვენ ვიცოდით რომ ზამთარია და ყინვები, რომელიც ყოველდღიურად იმატებს. სახელმწიფო სამსახურებისა და უფლებამოსილი პირების მხრიდან არანაირი მზაობა არ ყოფილა. პირველ დღეს ნიკას შეხვდა მინისტრის მოადგილე და შექმნეს სურათი, თითქოს თანამშრომლობა უნდოდათ. უბრალოდ მათ მაშინ არ იცოდნენ ჯერ კიდევ რამდენი ადამიანი გამოვიდოდა მხარდასაჭერად და გზა დაიტივეს. როცა ნახეს რომ ყინვების, სიცივის, უფლების, რომ კარავი დაგვედგა და კიდევ სხვა რამდენი ფაქტორის არარსებობის გამო 400-500 ადამიანზე მეტი ამ ხუთი დღის მანძილზე ვერ მოგროვდა, აღარ შეგიწუხეს თავი. ამათთვის ჰო 500 კაცი არაა ის რაოდენობა, რომელიც "საფრთხეს შეუქმნით". დიახ, ასე უყურებენ საკითხს. იმიტომ გამჩნევენ როცა ძალა გაქვს და საფრთხეს უქმნის და არა იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, რომელსაც რაღაც უჭირს, რაღაც სჭირდება. მიმაგრება: სურათი 1
|
|