გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » დეკემბერი » 16 » სოლიდარობა ნიკა ჩერქეზიშვილს - "სოლიდარობის ღამე"- ნიკა ჩერქეზიშვილის სტატუსი - მეექვსე დღე
11:15 AM
სოლიდარობა ნიკა ჩერქეზიშვილს - "სოლიდარობის ღამე"- ნიკა ჩერქეზიშვილის სტატუსი - მეექვსე დღე






არ ვიცი, მინუს რამდენი იყო ტემპერატურა გუშინ, მაგრამ დილის ხუთი საათისკენ ყველა შეგრძნება დავკარგე. არის რაღაც ზღვარი, რომლის შემდეგაც ვეღარაფერს გრძნობ. უბრალოდ დგახარ და ხედავ, როგორ იყინები. გამთენიისას, როცა ინათა და ჩემი მეგობრების, ლაშა მარგიანის, თორნიკე ნაროზაულის, გიორგი ხეცურიანის გალურჯებული სახეები გავარჩიე, სხეულისა და სულის ყველა ნაწილი კი არა, ამ ნაწილების ყველა ნაწილის არანორმალური ტკივილი დამეჯახა. ჰო, დამეჯახა, როგორც უზარმაზარი ტრაილერი ეჯახება ხუთი წლის ბავშვს. მოკლედ, სხვისი გულისა არ ვიცი და მე ამის გაძლება აღარ შემიძლია. არაადამიანურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და არ დავუშვებ აქ ჩაიხოცონ ეს ბიჭები. მათ გარდა კიდევ ბევრია, 20-30 კაცი ათევდა ღამეს. დამაბრალეთ, რაც გინდათ, მესროლეთ, რაც გინდათ, მლანძღეთ და მაფურთხეთ, მაგრამ დღეს თუ პრემიერმინისტრმა ოფიციალური განცხადება არ გააკეთა ჩვენს საქმეზე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ბიჭებმა და სხვებმაც ეს ტერიტორია დატოვონ. არ ვჭირდებით დღევანდელ საქართველოს ჩვენ, დღევანდელ საქართველოს სჭირდება ღორები და თავს ზევით ძალა არ არის. მოვა დრო, ძალიან შერცხვება ამ ქვეყანასაც და მის ხალხსაც ამ დღეების.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 919 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: nika cherkezishvili, lasha margiani, nika cherqezishvili, giorgi khecuriani, ლაშა მარგიანი, თორნიკე ნაროზაული, giorgi xecuriani, tornike narozauli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...