გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » დეკემბერი » 16 » Jay-Jay Johanson-ის საახალწლო ღამე ქართველი მსმენელისთვის / jei-jei iohansonis saakhaltslo ghame qartveli msmenelistvis
11:20 AM
Jay-Jay Johanson-ის საახალწლო ღამე ქართველი მსმენელისთვის / jei-jei iohansonis saakhaltslo ghame qartveli msmenelistvis






31 დეკემბერს SPACEHALL-ში მუზამეს სცენაზე Jay-Jay Johanson ვიხილავთ. შვედი მომღერალი თბილისს უკვე მეორედ ეწვევა. პირველად, მისი კონცერტი 4 ივნისს ივენთ ჰოლში გაიმართა.

ჯეი-ჯეი იოჰანსონი 20-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში პოპის, ელექტრონული მუსიკის, ტრიპ-ჰოპისა და ორკესტრული არანჟირების სინთეზით ქმნის მუსიკას. ის განსაკუთრებით ცნობილია თავისი მელანქოლიური ვოკალით.

იოჰანსონს ათი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი ჰიტებია: Believe in Us, She Doesn’t Live Here Anymore, Far Away, It Hurts Me So და სხვა. მუსიკოსის ბოლო ალბომი Opium 2015 წელს გამოვიდა.

მუზამეს საახალწლო კონცერტზე ასევე გამოვლენ ჯგუფები The BearFox, MokuMoku და ერეკლე დეისაძე.

The Bearfox ქართული ალტერნატიული ინდი-როკ ჯგუფია, რომელიც 2013 წელს შეიქმნა. 2014 წელს გამოვიდა მათი პირველი ალბომი Holding You, რომელიც Betkholab-ში ჩაიწერა.

ეკო დეისაძე მუსიკოსი, პოეტი, რეჟისორი და სამოქალაქო აქტივისტია. მისი მუსიკა წარმოადგენს პოპის, სინთპოპის, ალტერნატიული და ელექტრონული მუსიკის სინთეზს.

2014 წელს ორი წევრისგან შემდგარი დუო MokuMoku მოგვიანებით ბენდ-პროექტად გარდაიქმნა. ჯგუფი თავდაპირველად ექსპერიმენტულ ჰიპ-ჰოპ / ტრიპ-ჰოპს ქმნიდა, თუმცა მოგვიანებით მათი მუსიკალური პალიტრა გაიშალა და ინდუსტრიალისა და ფანქის ელემენტები დაემატა.

კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 40 ლარია. შესასვლელთან ბილეთის შეძენა 50 ლარად იქნება შესაძლებელი.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 820 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ახალი წელი, მუზამე, საზოგადოება, Jay-Jay Johanson, ახალი წლის ღამე, 31 დეკემბერი, SPACEHALL, არტი, საქართველო, ჯეი-ჯეი იოჰანსონი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...