გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » დეკემბერი » 16 » სოლიდარობა ნიკა ჩერქეზიშვილს - "სოლიდარობის ღამე"- ლაშა მარგიანის სტატუსი - მეექვსე დღე
11:30 AM
სოლიდარობა ნიკა ჩერქეზიშვილს - "სოლიდარობის ღამე"- ლაშა მარგიანის სტატუსი - მეექვსე დღე






თითქმის ერთი კვირა გავიდა უკვე ნიკა ჩერქეზიშვილის საპროტესტო აქციიდან და როგორც ამ დღეების განმავლობაში ვიდექი ნიკას გვერდით, ისე ვუდგავარ ახლაც მხარში. მთელი ამ ხნის მანძილზე ვხედავდით როგორ იყინებოდნენ და ათევდნენ ღამეებს ჩვენი მეგობრები, ერთ-ერთს ხერხემალი გაუშეშდა და ნერვის ანთება აქვს, მე ემბრიონის პოზას დავუბრუნდი ისე ვარ უკვე ამ სიცივისგან, ვეღარ ვიშლები წელში, ნიკა მარცხენა მხარეს ვეღარ გრძნობს, ნოდარს ფილტვების ანთება აქვს, თორნიკე ნაროზაული რომ არ გაყინულიყო, მთელი ღამე წრეზე დადიოდა კანცელარიის წინ და ფეხი ვერ ჩაკეცა. ამ ყველაფრით იმას ვამბობ, რაც უკვე ნიკამ დაწერა, რომ საკუთარ თავზე მეტად ერთმანეთი გვანერვიულებდა და არცერთს გვქონდა უფლება ერთი მაინც დაღუპულიყო. არ ვიცი ვინ რამდენად დაიზიანა ჯანმრთელობა, მაგრამ სხვა თუ ვერაფერი, ძმაკაცობა ვისწავლეთ, აი ის ნამდვილი ძმაკაცობა, მხოლოდ წიგნებში რომ წერია ხოლმე. ნიკას ადგილას მეც ასევე მოვიქცეოდი და ასე მოიქცეოდა ნებისმიერი, ვინც ამ ხნის მანძილზე მის გვერდით იდგა და იბრძოდა. ისედაც ხომ ათას საზიზღრობას აბრალებდით, ჰოდა აწი თუ კიდევ რამეს დააბრალებთ, ან ეცდებით ტალახში ამოსვაროთ, ან ლანძღოთ და აფურთხოთ, მე ზუსტად ისევე ვდგავარ და ვიდგები მის გვერდით როგოც ამ ერთი კვირის მანძილზე ვიდექი და მასთან ერთად ვიღებ ამ ყველაფერს ჩემ თავზე.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1016 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ირაკლი ბერია, ნოდარ რევაზიშვილი, nodar revazishvili, nika cherqezishvili, lasha margiani, irakli beria, ნიკა ჩერქეზიშვილი, solidaroba, ლაშა მარგიანი, სოლიდარობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...