არ ვიცი, ვინ როგორ გაიგო ეს ყველაფერი, უბრალოდ მე მინდა ვთქვა, რომ ნიკას პირველი ნაბიჯი რამაც გადაადგმევინა, ეს იყო იდეა. იდეისთვის იდგა მთელი კვირა, სციოდა, იყინებოდა, ათენებდა ღამეებს და შიმშილობდა, (მთელი 4 დღე ლუკმა არ გადასვლია ყელში, არაფერი უჭამია საერთოდ, მაგრამ თვითონ მხოლოდ ორი დღის წინ განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებდა). წინა დღის აქციაზე სიტყვით გამისვლისას ძალიან ემოციურ ფონზე თქვა ნიკამ, რომ იმ შემთხევაში თუ მას სამსახურში აღადგენდნენ, პირველივე დღეს დაწერდა განცხადებას გათავუსუფლების შესახებ და მისი ეს სიტყვები არ იყო წამიცდენა და არ იყო ფსიქიკიდან გადასული, ან ნერვებდაწყვეტილი კაცის სიტყვები, ეს იყო მისი სულის ამოძახილი, აი ის სუფთა იდეა რეალურად რისთვისაც იბრძოდა და რამაც გამოიყვანა ამ ზამთარის სიცივეში შუა ქუჩაში. ეს იყო სამართლიანობის იდეა, რომ ჩვენს ქვეყანაში ჰქონდეთ ადამიანებს განცა იმისა, დაიცვან საკუთარი სიმართლე. ჩვენც ამ იდეით ვედექით მხარში და ამ იდეისთვის ვიბრძოდით.