3:04 PM არმენ არუთინოვი - * * * (ქალაქი სიჩუმეში გაირინდა) / armen arutinovi - * * * (qalaqi sichumeshi gairinda) | |
ქალაქი სიჩუმეში გაირინდა, ჰაერში გაფანტული მანდოლინა, თვალები მორიდებით ამარიდა, მერე კი გამექცა და მალოდინა! სისხამზე დანიშნული პაემანი, მისხალი აღარ შემრჩა ემოცია. ჭადრების დაჩრდილული არეალი მზის სხივმა შემოღობა. შემაცია. - როდესაც სასეირნოდ გაგეპარე, ლექსებში ვაგროვებდი ტროტუარებს, განა ვერ აგისრულებ დანაპირებს, ოღონდაც ჩვენს სიყვარულს მოუარე! შენამდე დედაქალაქს შევერიე, ვერაფრით ამოივსე დანაკლისი; შემინდე, ვერ ვივარგე შევალიედ, ბავშვური გაბუტვებიც მახალისებს. ნუ მიწყენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თბილისურ ხეტიალის რიტუალებს, გამოდი აივანზე, გელოდები, ნუ მალავ ოკეანეს ნამტირალევს. ამ დრომდე ქალაქი რომ ვასეირნე, ხელკავით ჩემი სულის ბილიკებზე, ვუამბე, ეპოქაში რენესანსის თუ როგორ აგაშენე ბაზილიკა. ხომ იცი, ვეღარ შემცვლი. მომიტევე, არა მწამს ნაჩქარევი განაჩენის, უფალმა სულსა ჩემსა განუტევოს, რა წამსაც პოეზია მომირჩება. – ქალაქი სიჩუმეში გაირინდა, ჰაერში გაფანტული მელოდია, თვალები მორიდებით ამარიდა, მერე კი გამექცა და მალოდინა. სისხამი. ერთადერთი აივანი. მისხალი აღარ შემრჩა ემოცია. გარშემო მდუმარებამ დაივანა. შენ ისევ ვერ გამიგე... შემაცია. | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||
| ||