გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » დეკემბერი » 20 » ღონისძიებები წიგნის საახალწლო ფესტივალზე / ghonisdziebebi tscignis saakhaltsclo festivalze
8:47 PM
ღონისძიებები წიგნის საახალწლო ფესტივალზე / ghonisdziebebi tscignis saakhaltsclo festivalze






საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 23-25 დეკემბერს, უკვე ტრადიციულად, გიწვევთ თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე!
ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა!

გთავაზობთ ფესტივალის დეტალურ პროგრამას:

მთავარი სცენა

23 დეკემბერი:

13:00-14:00 – ფესტივალის ოფიციალური გახსნა, წლის ბესტსელერების გამოვლენა და დაჯილდოება, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია;

14:00-14:30 – ზურაბ კიკნაძის წიგნის – „ხასიდური სიბრძნე“ (თარგმანი და ორი ესეი) წარდგინება, გამომცემლობა „ინტელექტი“;

15:00-15:30 – თურქი ავტორების, აჰმეთ უმითისა და ნაზიმ ჰიქმეთის წიგნების, „ეძღვნება სტამბოლს“ და „სანამ დრო გვაქვს ძვირფასო“ წარდგინება. ეძღვნება თანამედროვე თურქულ საგამომცემლო სივრცეში მიმდინარე მოვლენებს. წარმდგენები: ნანა ჯანაშია და ოქტაი ქამუშოვი, გამომცემლობა „სიესტა“;

15:30-16:00 – ელდინო საღარაძის, ნანა ცინცაძის, მანანა დანგაძის ლექსის და სოფიო ჯაფარიძის „სულის პურიდან“ ნაწყვეტის წაკითხვა, გამომცემლობა "საქწიგნი"

16:00-16:40 – ბარონ მიუნჰაუზენის წარმოდგენა რუდოლფ რასპეს მიხედვით, „მოგზაურობა წიგნებში“;

16:40-17:00 – ჟურნალი "დილის" საიუბილეო ალბომის პრეზენტაცია, გამომცემლობა "საქწიგნი";

17:00-17:30 – ფ. ქაზემზადეს წიგნის „ბრძოლა ამიერკავკასიისთვის 1917-1921“ წარდგინება, გამომცემლობა „პოეზია“;

17:30-18:00 – ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელებული ახალი გამოცემების პრეზენტაცია, თბილისის მერია;

18:00-18:30 – ჰერმან ჰესესა და თომას მანის „პირადი მიმოწერის“ (მთარგმნელები: ნატალია ნადირაშვილი, ეკატერინე რაისნერი) წარდგინება, გამომცემლობა „ინტელექტი“, ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია „ლიტ.გე“;

18:30-19:00 – გიორგი კეკელიძის წიგნის „გურული დღიურები II“ წარდგინება, გამომცემლობა „სიესტა“;

19:00-19:30 – რუსუდან რუხაძის მოთხრობების კრებულის „ერთი თქვენგანი გამცემს“ წარდგინება, გამომცემლობა „ინტელექტი“;

19:30-20:10 – თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალის გახსნის საღამო - ლექსო რატიანის კონცერტი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია;

24 დეკემბერი

11:30-12:00 – საბალეტო სტუდია „ფუეტეს“ საახალწლო პროგრამა;

12:00-12:30 – „პოეზიის მცირე დოზა“ საჯარო კითხვა – შოთა იათაშვილი, ზაზა კოშკაძე, პაატა შამუგია და გაგა ნახუცრიშვილი, გამომცემლობა „სიესტა“;

12:30-13:00 – შოუ-ვიქტორინა თოვლის ბაბუასა და ფიფქიასთან ერთად, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია;

13:00-13:30 – ახალი საბავშვო წიგნის „ხმოვანი დედაენა“ (მოლაპარაკე ანბანი) წარდგინება ბავშვების თანამონაწილეობით, გამომცემლობა „შემეცნება“;

13:30-14:00 – ვახტანგ ჯავახაძის პოეტური კრებულის „ელეგია და სხვა“ წარდგინება, გამომცემლობა „ინტელექტი“;

14:00-14:30 – ზურაბ ქარუმიძის მოხსენება „ეგზოფონია: არამშობლიურ ენაზე წერის გამოცდილება“, გამომცემლობა „სიესტა“;

14:30-14:45 – Q&A გიორგი კეკელიძე და თამარ სუბელიანი, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

14:45-15:00 – Q&A ნენე კვინიკაძე და ეკა ქევანიშვილი, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

15:00-15:30 – მარიამ წერეთლის სადებიუტო რომანის „სიცოცხლე განსაზღვრული არტიკლით“ წარდგინება, გამომცემლობა „პეგასი“;

15:30-16:00 – დეივიდ ჰერბერტ ლოურენსის რომანის „ვაჟები და საყვარლები“ და სომერსეტ მოემის რომანის „თეატრი” წარდგინება, წარმდგენები: ნათია ჩუბინიძე, ლევან ინასარიძე, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

16:00-16:30 – სალომე მაკარიძის, წლის დებიუტის ნომინაციაში წლევანდელი „საბას“ ლაურეატის, მოხსენება „ვირჩევთ დებიუტანტებს“, გამომცემლობა „სიესტა“;

16:00-18:00 – შეხვედრა მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილთან, ავტოგრაფების დარიგება, გამომცემლობა „არტანუჯის“ სტენდთან;

16:30-17:00 – ოლდოს ჰაქსლის წიგნის „დრო უნდა ჩერდებოდეს“ (მთარგმნელი: თაკო ჭილაძე) წარდგინება, გამომცემლობა „ინტელექტი“, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“;

17:00-17:30 – წიგნის „იესო ძე კაცისა” წარდგენა, პრეზენტატორი: გიორგი ლობჟანიძე, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

17:30-18:00 – შეხვედრა ახალგაზრდა მწერალ თაზო ვაჩნაძესთან, გამომცემლობა „ოჩოპინტრე“;

18:00-18:30 – წიგნის „აზრები – ჰომეროსიდან ვუდი ალენამდე“ პრეზენტაცია (შემდგენელი: ალექსანდრე ქურხული), გამომცემლობა „არტანუჯი“;

18:30-18:45 – გივი ალხაზიშვილის წიგნის „დანაშაულით მკვდარი“ წარდგინება, გამომცემლობა „კალმოსანი“;

18:45-19:00 – 21 ქართველი ავტორის წიგნის, „XXI ქართული ესე“ წარდგინება, გამომცემლობა „კალმოსანი“;

19:00-19:30 – ცირა ყურაშვილის მოთხრობების კრებულის „ჟამსა
თამაშობისასა“ და წერილებისა და ესეების კრებულის „ვინ გაიტანს თეფშებს“ წარდგინება, გამომცემლობა „ინტელექტი“;

25 დეკემბერი

11:30-12:00 – საბალეტო სტუდია „ფუეტეს“ საახალწლო პროგრამა;

12:00-12:30 – ზინა გაბიჩვაძის წიგნის „ქართული გრამატიკა ზარმაცებისთვის“ წარდგინება, გამომცემლობა „სიესტა“;

12:30-13:00 – შოუ-ვიქტორინა თოვლის ბაბუასა და ფიფქიასთან ერთად, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია;

13:00-13:30 – დეგუსტაცია წიგნის ფესტივალზე – Katy & Acho-ს წიგნის „კულინარია ჰობად“ წარდგინება, გამომცემლობა „არტანუჯი“, (მთავარი სცენა);

13:30-14:00 – Q&A ზურა აბაშიძე და დიანა ანფიმიადი, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

14:00-14:30 – გიორგი მაისურაძის წიგნის „აპოკალიპტური მხეცი“ წარდგინება, გამომცემლობა „სიესტა“;

14:30-15:00 – ტორესა მოსის ახალი რომანის „როგორ დაიწვა ისტორია“ წარდგინება, გამომცემლობა „ინტელექტი“;

15:00-15:30 – დავით დეფის ისტორიული რომანის „გვირგვინოსანი“ წარდგინება, გამომცემლობა „შემეცნება“;

15:30-16:00 – წიგნის „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ წარდგენა, პრეზენტატორი: ზურა აბაშიძე, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

16:00-16:30 – დავით ზურაბიშვილის წიგნის „ესეები“ წარდგინება, გამომცემლობა „სიესტა“;

16:30-17:00 – წიგნის „ნარნიის ქრონიკები“ წარდგინება, პრეზენტატორი: ნინო შეყილაძე, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

17:00-17:30 – „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ წლის ბესტსელერების დაჯილდოება, გამომცემლობა „ინტელექტი“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

18:00-18:30 – ცოტნე ჩიქოვანის წიგნის „აგიხსნით სიყვარულს“ წარდგინება, გამომცემლობა „სიესტა“;

საჯარო ლექციები (ვაზისა და ღვინის დარბაზი)

23 დეკემბერი

16:00-17:00 – ირაკლი კაკაბაძის საჯარო ლექცია „სიყვარულის დოქტრინა“, გამომცემლობა „სიესტა“;

18:00-19:00 – შეხვედრა მწერალ გიორგი კეკელიძესთან, მოდერატორი გოგა ჩანადირი, მკითხველთა კლუბი „ნაგერალა“;

24 დეკემბერი

14:00-15:00 – ეკატერინე ტოგონიძის საჯარო ლექცია „ლიტერატურა და შეზღუდული შესაძლებლობა“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია;

18:00-19:00 – თათო შანიძის საჯარო ლექცია „ჰაქსლი - უტოპია და თანამედროვეობა“, გამომცემლობა „სიესტა“;

25 დეკემბერი

13:00-14:00 – გვანცა ჯობავას საჯარო ლექცია „რა ღირს წიგნი?!“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია;

16:00-17:00 – ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია „ლიტერატურა და ეპატაჟი“, გამომცემლობა „ინტელექტის“ მკითხველთა კლუბი;

18:00-19:00 – თამარ თანდაშვილის საჯარო ლექცია „სექსუალობა ქართულ პატრიარქალურ კულტურაში“, გამომცემლობა „სიესტა“;

საბავშო კუთხე

24 დეკემბერი

12:00-12:30 – ანა კაზალისის ხმოვანი წიგნის „I Speak English" (მთარგმნელი: გვანცა ჯობავა) წარდგინება, გამომცემლობა „ინტელექტი“;

13:00-15:00 – ფერადი ფურცლების ამბავი (ასაკობრივი ჯგუფი: 7-11 წელი);
წიგნის კითხვა, ამბის აწყობა საინტერესო ფორმებით;
შექმნილი ნამუშევრების მოსწავლეებისთვის გადაცემა, წიგნიერების სკოლა „ასფურცელა“;

16:00-17:00 – „აღმოაჩინე დამალული საჩუქრები“ (ასაკობრივი ჯგუფი 6-12 წელი); სახალისო დავალებებითა და მინიშნებების გამოყენებით დამალული პრიზების აღმოჩენა, „ლოგიკმეტრი“;

25 დეკემბერი

13:00-15:00 – ვინ იქნება პირველი? (ასაკობრივი ჯგუფი: 6-11 წელი);
კითხვა ტუვე იანსონის წიგნიდან;
ნახატებისა და ტექსტის შემცველი ფაზლის აწყობა;
გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება საახალწლო საჩუქარებით, წიგნიერების სკოლა „ასფურცელა“;

16:00-17:00 – „აღმოაჩინე დამალული საჩუქრები“ (ასაკობრივი ჯგუფი 6-12 წელი); სახალისო დავალებებითა და მინიშნებების გამოყენებით დამალული პრიზების აღმოჩენა, „ლოგიკმეტრი“;

აქვე გთავაზობთ ფესტივალის მონაწილეების სიას:

„აგორა“

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

„ბუქკაფე“

გამომცემლობა „წიგნი+ერი“

გამომცემლობა „არტანუჯი“

გამომცემლობა „დიოგენე“

გამომცემლობა „ინტელექტი“

გამომცემლობა „მერიდიანი“

გამომცემლობა „პალიტრა L“

გამომცემლობა „პეგასი“

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“

თბილისის მერია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

„კალმოსანი“

„ოჩოპინტრე“

გამომცემლობა „პოეზია“

„პროსპეროს ბუქს“

სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონი“

„საერთაშორისო სახლი“

„საქწიგნი“

გამომცემლობა „სეზანი“

გამომცემლობა „სიესტა“

წიგნის მაღაზია „ერუდიტი“

წიგნის მაღაზია ირინა დენეიკინა

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1238 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: წიგნი, cignebi, tsignebi, wignebi, tsigni, tscigni, cigni, წიგნები, tscignebi, wigni | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...