გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » იანვარი » 5 » ლევან პირველი — მიმბაძველობა / levan pirveli — mimbadzveloba
1:11 PM
ლევან პირველი — მიმბაძველობა / levan pirveli — mimbadzveloba






ეხლა მინდა შევეხო, ჩემი აზრით ყველაზე მარადიულ თემას ცხოვრებაში, ეს არის - მიბაძვა. როცა ადამიანი რაიმე სიღრმეებს აღწევს, და რაღაცას წარმოადგენს, ეგრევე ჩნდება საფრთხე, რომ მას მეორემ მიბაძოს, არა მხოლოდ ზედა ეშელონებში არამეტ ქვედაშიც. ბაძავენ ძირითადად განათლებულ ადამიანებს, ან ასე ვთქვათ თავის კუმირებს. ეს თემა ამოუწურავია და მარადიული რადგან ამას ვერავინ გაქცევია და ყველას შეხებია, ზოგი არის "ძლიერი", რომელსაც ყავს მიმბაძველი, რომელიც ვერაფრით თავისუფლდება ამ სენისგან, და მხოლოდ ნაწილი არის ნეიტრალური, ანუ არის ის, ვინც არის, და არის ის, რაც ღმერთმა მისცა. მე საკმაოდ სუსტი დავიბადე და ყოველთვის ვიყავი გადართული ვინმეს მიბაძვაზე. ვბაძავი ვთქვათ წიგნის გმირებს, რაც ცხოვრებაში აბსურდი იყო. ერთადერთი რაც ცხოვრებაში არ დამიკარგავს, და აქამდე მომყვება, და თუ პატარათი რამეს წარმოვადგენ ეს ჩემი დიდი გულის ბრალია, რომელსაც უსაზღვრო სიყვარული შეუძლია. დავუბრუნდეთ თემას, არიან მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები, წარმტებული და პატივსაცემები, ასე თქვათ კუმირები, რომლებმაც უარი თქვეს ამ "სიამოვნებაზე", რომ მიბაძონ სხვებმა. ჩემი აზრით ყველაზე დიდი ცოდვა, რომელიც დედამიწაზე ყოფითში ტრიალებს ეს მიმბაძველობაა. როცა ადამიანი ხელს აწერ, რომ ვიღაცა იყოს შენი ქვეშევრდომი, თან ამას ძალით აკეთებ, ამას ცდილობ, ამისკენ ილტვის, ეს არის შენი ამოცანა ანუ ადამიანს შეგნებულად აუბედურებ, ანუ რაღაც შინაგან ეგოს იკმაყოფილებ, და ვხედავთ რას, რომ ღმერთმა, რომელმაც გააჩინა ადამიანი ინდივიდად, ყოვლად გასაცოდავებულია, აქვს მეორე ადამიანის ჟესტები, საუბარი, ანუ "ის" არის, და არა საკუთარი თავი, და მერე აღარ გიჩნდება სურვილი რომ ელაპარაკო, რაზე უნდა ელაპარაკო ამ შთაგონებულ იეღოველს. რაც მთავარია სასაცილოა, არაფერი არ არის იმაზე სასაცილო, როგორც მიმბაძველი ადამიანის ყურება, როდესაც თავის თავს კი არ ებრძვის ამის გამო, არამეტ ხელს აწერს რომ იყოს მიმბაძველი, კარგით რა ხალხო მოვიშოროთ ერთად ეს სენი, თუნდაც მთელი სიცოცხლე დაგვჭირდეს, სირცხვილია უბრალოდ.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 1195 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ლევან პირველი, პოეტი, მიმბაძველობა, poeti, mimbadzveloba, levan pirveli, საუბარი, მიბაძვა, mibadzva, ლაპარაკი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...