1:31 PM
15 მეტრის სიღრმის ჩანგრეული გზა იაპონელებმა 2 დღეში შეაკეთეს / 15 metris sighrmis changreuli gza iaponelebma 2 dgheshi sheaketes
www.auf.ge -
იაპონიის ქალაქ ფუკუოკას ცენტრში 30 მეტრის ზომის და 15 მეტრის სიღრმის ორმო 2 დღეში ამოავსეს. თუმცა, უსაფრთხოების დაცვის შემოწმების მიზნით, მისი გახსნა გადაიდო.

გარდიანის ცნობით, 8 ნოემბერს, დილის 5 საათზე მოულოდნელად წარმოქმნილი ღრმული საფრთხეს უქმნიდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებს.

იაპონელი მუშების შეუჩერებელი და ეფექტიანი სამუშაოს შესრულების შემდეგ, გზა შეკეთებიდან რამდენიმე დღეში გაიხსნა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი გზა უსაფრთხოდ შეაფასეს.

რეკონსტრუქციის დროს, გამოიცვალა კანალიზაციის მილები და ახლით ჩანაცვლდა ძველი საგზაო ნიშნები.

ქალაქ ფუკუოკას მერის თქმით, ახალი გზა 30-ჯერ უფრო გამძლეა, ვიდრე მისი წინამორბედი.

მსგავსი სიტუაცია საქართველოშიც დაფიქსირდა 2015 წლის 12 იანვარს, როდესაც ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა მხარე ჩაინგრა. 16 იანვარს გზის მონაკვეთი აღდგენის სამუშაოები უკვე დასრულებული იყო, თუმცა გზა თებერვლის ბოლოს გაიხსნა.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 986 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: gzis rekonstruqcia, iaponia, gmirebi, მსოფლიო, იაპონია, fukuoka, გმირები, ფუკუოკა, გზის რეკონსტრუქცია, msoflio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]