1:39 PM თურქეთში ყინვის დროს ადამიანებმა უსახლკარო ძაღლები შეიფარეს / turqetshi kinvis dros adamianebma usakhlkaro dzaghlebi sheifares | ||||||||||||
ადგილობრივებმა ეს ამბავი გულთან ახლოს მიიიტანეს და ცხოველებს თავად შეუქმნეს პატარა თავშესაფრები, სადაც მათ სითბო და საკვები დახვდებოდათ. საშინელი ყინვის დროს თურქეთის მოქალაქე ალი ჩელიქი სამსახურიდან ბრუნდებოდა, როდესაც ერთ-ერთი სუპერმარკეტის წინ მოწყობილ პატარა "დასახლებას" წააწყდა. ცხოველებს მუყაოს ყუთებისგან გაკეთებულ სახლებში ეძინათ, წინ კი საჭმლით სავსე ჭურჭელი ელაგათ. იდეა მალევე აიტაცეს სტამბულის მოქალაქეებმა და თითქმის ყველა სუპერმარკეტთან მოეწყო პატარა თავშესაფრები უსახლკარო ძაღლებისათვის. "არ დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ ნამდვილი სიყვარული ათბობს" - წერდა ფოტოების ერთ-ერთი ავტორი არზუ ინანი საკუთარ ფეისბუქზე და მართლაც ასეა, სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ზამთრის საშინელი ამინდების დროს უსახლკარო ცხოველებსაც აქვთ თავშესაფარი. მიმაგრება: სურათი 1
|
|