გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » იანვარი » 13 » Human Rights Watch ხელისუფლებას რუსთავი 2-ის საქმის გამო აკრიტიკებს / human rait votchi khelisuflebas rustavi 2-is saqmis gamo akritikebs
12:41 PM
Human Rights Watch ხელისუფლებას რუსთავი 2-ის საქმის გამო აკრიტიკებს / human rait votchi khelisuflebas rustavi 2-is saqmis gamo akritikebs






საქართველოში არსებულ მედიის თავისუფლებაზე Human Rights Watch-ის ანგარიშში მხოლოდ რუსთავი 2-ის საქმეზეა საუბარი. ანგარიშში საერთაშორისო ორგანიზაცია მედიაზე ზეწოლის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს:

"საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელევიზიის, რუსთავი 2-ის შესახებ გამართული საკუთრების დავა 2016 წელსაც გაგრძელდა და შეშფოთება გამოიწვია ხელისუფლების ჩარევამ მედიის თავისუფლებაში. ივნისში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა წინა სასამართლოს გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ, რომელიც რუსთავი 2-ს 2004-2006 წლებში ფლობდა და თავისი წილის დაბრუნება სურს.

ხალვაშმა განაცხადა, რომ 2006 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობით დაკომპლექტებულმა ხელისუფლებამ აიძულა მას თავისი წილების გაყიდვა.

რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელებმა სააპელაციოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და განაცხადეს, რომ ხალვაშის ქმედებების უკან საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დგას, რათა გააკონტროლოს მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მედია.

სექტემბერში უზენაესმა სასამართლომ საჩივარი წარმოებაში მიიღო. გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არაა".

22 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ რუსთავი 2-ის საქმე დიდ პალატას გადასცა. სასამართლოს ვებგვერდის მიხედვით, საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას "მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში" გადაეცემა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 792 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: Kibar xalvashi, რუსთავი 2, Human Rights Watch, რუსთავი 2-ის საქმე, qartuli ocneba, ქართული ოცნება, rustavi 2-is saqme, qibar khalvashi, ქიბარ ხალვაში | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...