7:57 PM 61 წლის მოდელი Yazemeenah Rossi საკუთარი სილამაზის საიდუმლოს ამხელს / 61 tsclis modeli yazmina rosi sakutari silamazis saidumlos amkhels | ||||||||||||
იასმინას გრძელი, თეთრი თმა და დახვეწილი სხეული ბევრი დიზაინერის შთაგონების წყარო გამხდარა. სწორედ ამიტომ, მას აქტიურად იწვევენ სხვადასხვა კამპანიების სახედ. ერთ-ერთი ასეთი კამპანიის ფარგლებში მოდელი საცურაო კოსტიუმში გადაიღეს. The Dreslyn-ისა და Land of Women-ის სამოსი ყველა ასაკის ქალებისთვისაა განკუთვნილი. "იასმინა არის ჯანმრთელობისა და სიცოცხლით ტკბობის სიმბოლო. მას არასდროს ეზარება მოგზაურობა და საკუთარი ენერგიის გავრცელება" , - ამბობს ბრუკ ტეილორი, კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. და მაინც, რა არის იასმინას სილამაზის საიდუმლო? "განსაკუთრებულს ნამდვილად არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ წლებია, ჯანმრთელად ვიკვებები, იმ დროიდან, სანამ ეს პოპულარული გახდებოდა. ვხმარობ სხვადასხვა ზეთს ჩემი თმისთვის და კანს კვირაში ერთხელ მაინც ვიწმენდ ზეითუნის ზეთით. რაც მთავარია, ყოველდღე ვჭამ ერთ ავოკადოს მაინც", - ამბობს იასმინა როსი. იასმინას საკუთარი არხიც აქვს ინსტაგრამზე, სადაც მიმდევრებს კვებასთან და თავის მოვლასთან დაკავშირებით უამრავ რჩევას აძლევს.
|
|