გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » იანვარი » 14 » 2017 წელს მინდა ყველას აცეკვება გისურვოთ! / 2017 tscels minda kvelas acekveba gisurvot!
1:04 AM
2017 წელს მინდა ყველას აცეკვება გისურვოთ! / 2017 tscels minda kvelas acekveba gisurvot!






"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველოში ჩამოვდივარ, ქართული სამზარეულოა. თავად ვერ ვაკეთებ ქართულ კერძებს, დედაჩემი მიმზადებს. გოზინაყი ჩემი საყვარელი ნუგბარია"

ქართველებისთვის საყვარელი ოჯახური წყვილი გოჩა და შორენა ჩერტკოევები წელს სატელევიზიო სივრცეს დააკლდნენ. მონატრებულ მაყურებელს ვარსკვლავურმა წყვილმა საახალწლოდ სიურპრიზი მოუმზადა და "კვირის პალიტრის" საშუალებით თავიანთ სადღესასწაულო გეგმებსა და ამერიკულ ცხოვრებაზე ესაუბრა. სად აპირებენ შობის გატარებას, როგორ რთავს სახლს საშობაოდ შორენა გაჩეჩილაძე-ჩერტკოევი და რა საოჯახო ტრადიცია აქვს ოჯახს - დალასიდან თავად შორენა გიამბობთ.

- შორენა, თქვენ ხშირად პოსტავთ "ინსტაგრამისა" და "ფეისბუკის" გვერდზე ორქიდეების ფოტოებს. გიყვართ ეს ყვავილი?
- შინ 20-მდე ორქიდეა მაქვს. წლების წინ გოჩამ მაჩუქა და გამაოცა ორქიდეებით, მას შემდეგ მიყვარს ეს ყვავილი.

- როგორც ვიცი, ყვავილებისგან საშ­ობაო კომპოზიციებს ქმნით?
- როცა დრო მაქვს, თავად ვაკეთებ სხვადასხვა კომპოზიციას... მიყვარს ბევრი ნაძვის ხე სახლშიც და სტუდიაშიც. ტრადიციულად, მე და ჩემი შვილი ერთად ვრთავთ ნაძვის ხეს და სათამაშოების გარდა, აუცილებლად ვამაგრებთ ჩვენი ოჯახისა და მეგობრების ფოტოებს. გოჩა არ ერევა­ ნაძვის ხის მორთვაში.

- როგორი დღის განრიგი გაქვთ?
- თუ არ ვმოგზაურობთ ან სატელევიზიო პროექტში არ ვმონაწილეობთ, ჩვენი ყოველი დილა ვარჯიშით იწყება. მე დავრბივარ, გოჩა ან მიერთდება, ან სატრენაჟორო დარბაზში მიდის. საქმიანი ზარებისა და ელექტრონული ფოსტის შემოწმების შემდეგ დროს თავის მოვლას ვუთმობ - მანიკიურს, თმასა და მაკიაჟს ვიკეთებ. თავის მოვლა ყველა ქალისთვის მნიშვნელოვა­ნია. როდესაც კარგად გამოვიყურები, მეტად თავდაჯერებული ვარ, ეს ყოველდღიური სირთულეების დაძლევაშიც მეხმარება. დღის შემდეგი მონაკვეთი ჩვენს სტუდენტებსა და თანამშრომლებს­ ეთმობა. სტუდია კვირაში 6 დღე მუშაობს... თავისუფალ დროს ყავის დასალევად მივდივართ, ან ვშოპინგობთ, თან ძაღლებიც მიგვყავს ხოლმე. საღამოობით, ძირითადად ერთად ვვახშმობთ და განვლილ დღეს განვიხილავთ.

- როგორ ხვდებით შობას?
- შობა ჩვენი ოჯახის ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. სადაც უნდა ვიყოთ, შობისთვის აუცილებლად ვიკრიბებით.

- ქართულ კერძებს თუ ამზადებთ სადღესასწაულო სუფრისთვის?
- ქართული სამზარეულოს თაყვანის­მცემელი ვარ. ერთ-ერთი მთავარი მიზ­ეზი, რატომაც საქართველოში ჩამოვდივარ, ქართული სამზარეულოა. თავად ვერ ვაკეთებ ქართულ კერძებს, დედაჩემი მიმზადებს. გოზინაყი ჩემი საყვარელი ნუგბარია.
ვულოცავ ახალ წელს მთელ საქართველოს და "კვირის პალიტრის" მკითხველს. მინდა, თითოეულმა თქვენგანმა ყოველდღე ერთმანეთს უთხრას: "მე შენ მიყვარხარ". ჩემს საყვარელ ქართველებს­ ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას. 2017 წელს მინდა გისურვოთ აცეკვება,­ ცეკვა საუკეთესო საშუალებაა დადებითი განწყობისთვის, სხეულისთვის, გონებისა და სულისთვის.

ნინო წიფურია

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 993 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: shorena chertkoevi, შორენა ჩერტკოევი, cekvaven varskvlavebi, cekva, გოჩა ჩერტკოევი, ცეკვავენ ვარსკვლავები, ცეკვა, gocha chertkoevi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...